ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ჩივიან, რომ სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის მახლობლად, ამირანის გორაზე, რომელსაც ადგილობრივები “ტაშვანკას” უწოდებენ, უცნობ პირებმა ნაგავსაყრელი მოაწყეს. ტყეში, სოფელ ბავრის მახლობლად, დაგროვილი ნაგავი ჯერ არ იქნება გატანილი.
დღეს, 10 აგვისტოს, ახალქალაქის მცხოვრებმა JNEWS-ის რედაქციაში გააგზავნა ფოტოსურათები, სადაც ამირანის გორაზე წლების განმავლობაში დაგროვილი ნაგავია ნაჩვენები. მოსახლეობა შესაბამისი ორგანიზაციებისაგან ტერიტორიის დასუფთავებას ითხოვს.
იმისათვის, რომ გაგვერკვია, თუ არის აღნიშნული ადგილი ნაგავსაყრელი ტერიტორია, JNEWS-ი სოფელ ბავრაში მერის წარმომადგენელს ვალენტინ კარსლიანს დაუკავშირდა.
“ეს ადგილი “ტაშვანკის” მახლობლად ადრე სოფლის ნაგავსაყრელი იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც სოფელში ნაგვის ურნები დაიდგა, აღნიშნული ადგილი ნაგავსაყრელად აღარ გამოიყენება”, – ამბობს ვალენტინ კარსლიანი.
ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორის არმენ ბიჩახჩიანის თქმით, ამ ეტაპზე ორგანიზაციას ნაგვის დასუფთავებაზე სახსრები არ გააჩნია. მისი თქმით, თუ ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსება გამოიყოფა, სერვისცენტრს აღნიშნული ტერიტორიის დასუბთავებას შეძლებს.