საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან უკვე გაწერილია. აღნიშნული მონაცემები სახელმწიფოს ოფიციალურ საიტზე StopCov.ge-ზე განახლდა.
უწყების ცნობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონა ვირუსით ინფიცირების 1 216 შემთხვევაა გამოვლენილი. საზღვარგარეთიდან საქართველოში მკურნალობას 41 მოქალაქე გადის.
გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 996 შეადგენს. ხოლო ლეტალური შემთხვევა 17 ფიქსირდება.
საკარანტინე რეჟიმში 7 166 ადამიანი იმყოფება და სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 282 ადამიანი რჩება.
საქართელოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის 7 აგვისტოს მონაცემების თანახმად, COVID-19 ინფიცირებაზე ტესტი 253,5 ათას ადამიანმა გაიარა. ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობა 258,4 ათასს აღწევს.