“სულ რაღაც 84 წლის ვარ”,- ასე იწყებს საკუთარ თავზე მოყოლას ექიმბაში ვარლამ კაზარიანი მაჯადიიდან, რომელიც ხალხური მედიცინას, უკვე 40 წელია მისდევს. ვარდკაჭაჭა, გვირილა, ჟოლო – ამ ყველაფრისგან მას წამლის დამზადება შეუძლია, რომელიც ხველებას, სისხლჩაქცევებს და სხვა დაავადებებს კურნავს.

ვარლამ კაზარიანი მაჯადიაში დაიბადა, სოფელ კულიკამის სკოლაში სწავლობდა, მსახურობდა ეჩმიაძინში. როგორც თავად ამბობს, ტამანის დივიზიის უკანასკნელი ჯარისკაცი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ჩაბარება მაშინვე ვერ მოახერხა. ამაში ხელი დაოჯახებამ შეუშალა. თუმცა, 33 წლის ასაკში უნივერსიტეტში, აგრონომიის სპეციალობაზე, მაინც ჩააბარა.

ის დარწმუნებულია, რომ ფენომენალური მეხსიერებისა და არაჩვეულებრივი შესაძლებლობების მფლობელია. სტუდენტობის წლებში, როგორც ვარლამი ყვება, საკურსოებისა და სადიპლომო ნამუშევრების წერაში ის სხვა სტუდენტებს ეხმარებოდა.

“როგორც გევორქ ემინ-ტერიანი ამბობს, “რატომ გვაწვებოდით იმდენად, რომ ალმასებად ვიქეცით”? იგივენაირად სწავლის დროს ძლიერი ზემოქმედებისა და დატვირთულობის გამო კურსის ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი ვიყავი”, – იხსენებს ჩვენი სტატიის გმირი.

დღესდღეობით ვარლამი 100 სახეობის მცენარეს იცნობს. ინსტიტუტში ნასწავლი სხვადასხვა მცენარების სახეობების, აგებულებისა და თვისების ცნობის წყალობით, ვარლამმა ამ ცოდნის სასარგებლოდ გამოყენება დაიწყო. სრულიად ნატურალურ პრეპარატებს ამზადებდა.

papik1

“ახლა მუცლის ტკივილის გამო, წამლებს არ ვიყენებ. იცით გვირილა? ერთი ჩაის კოვზი, პატარა. ვარდკაჭაჭას ერთი ჩაის კოვზი და 2 ჭიქა წყალი. 2-3 დღეში მუცლის ნებისმიერი ტკივილი გაგივლის”,- ყვება ექიმბაში. ხველას ის ვირისტერფათი და ჟოლოს ფოთლებით კურნავს, რომლითაც ასევე, საჭიროების შემთხვევაში, კორონავირუსის მოგერიებას აპირებს.

ვარლამ კაზარიანის მტკიცებით, მისი აღმოჩენა ნობელის პრემიას იმსახურებს, რადგან დისპეფსია- საჭმლის მონელების დარღვევა- განუკურნებელ დაავადებად ითვლება, მაგრამ მისი ნაყენი ამას ადვილად გაუმკლავდა. ხალხური მედიცინის მომხრე იმედოვნებს, რომ, როდესაც კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება დამშვიდდება, ის შეძლებს სომხეთში წასვლას და საკუთარ აღმოჩენას სამეცნიერო საზოგადოებას წარუდგენს.

ვარლამი დაახლოებით 7 წელი კოლმეურნეობის ხელმძღვანელი იყო. “მე არ ვიპარავდი და არც არავის ვაძლევდი ამის უფლებას. ახლა არაფერს ვნანობ. ჩვენს ოჯახში მუდამ იყო საკმარისი შემოსავალი. მე ეს არ მჭირდება”,- იხსენებს ის.

papik2

ამალია ბაბაიანი