ახალქალაქში თავისუფლების ქუჩის მოყინული მონაკვეთის პრობლემა ჯერაც არ არის მოგვარებული. მერიაში ამ საკითხის მოგვარებას მომავალ კვირას, ორშაბათს დაგვპირდნენ.

უკვე რამოდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც თავისუფლების ქუჩის ბოლოში შეიქმნა “საციგურაო მოედანი”. ამის გამო მოყინული ქუჩის მოსახვევზე ავტომანქანების მოძრაობა ცალმხრივი გახდა. იმ შემთხვევაში თუ ორივე მძღოლი ყურადღებას არ გამოიჩენს, მათ შეიძლება შეეჯახონ ერთმანეთს.

თოვლისაგან ქალაქის ქუჩების დასუფთავების ტენდერი კომპანია «ჯავახ ავტო გზამ» მოიგო. როგორც კომპანიის დირექტორმა ჯაბა ძირკვაძემ 22 იანვარს განაცხადა, ისინი აღნიშნული საკითხით რაც შეიძლება სწრაფად დაკავდებიან.

“გუშინ მერიიდან მოგვმართეს. დღეს ჩვენ წავალთ და შევხედავთ, თუ როგორ შეიძლება ამ საკითხის მოგვარება და ის უახლოეს მომავალში მოგვარდება”.- 22 იანვარს Jnews-თან საუბარში მოგვახსენა ძირკვაძემ.

თუმცაღა დღეს მან განაცხადა, რომ ეს მათი ამოცანა არ არის, ვინაიდან სატენდერო საბუთებში ექსკავატორის სამუშაოები გათვალისწინებული არ აყო.

“ჩვენ შევათვალიერეთ ტერიტორია, გრეიდერი ყინულს ვერ დაასუფთავებს, ამისათვის ექსკავატორია საჭირო და ამის გაკეთება ჩვენ არ გვევალება,”- განაცხადა ჯაბა ძირკვაძე.

დღეს მერიაში მოგვახსენეს, რომ ისინი გაესაუბრნენ კომპანია «ჯავახ ავტო გზის» დირექტორმა ჯაბა ძირკვაძემ, და ის დაგვპირდა, რომ ორშაბათს ამ საკითხს მოაგვარებდა.

მერიის თანამშრომლები დაგვპირდნენ, რომ საკითხის მოგვარებას პირადად გააკონტროლებენ.