დაახლოებით 10 წლის წინ მოხდა რეაბილიტაცია გზაზე, რომელიც წალკის გავლით ნინოწმინდიდან თბილისში მიდის. ამ მხარეში სოფლები ადრე ძნელად მისაღწევი და იზოლირებული იყო. მას შემდეგ, რაც გზის რეაბილიტაცია განახორციელეს, ცხოვრება ამ ადგილებში ძალიან შეიცვალა. გზამ ეს სოფლები გამოაცოცხლა. ამასგარდა მან გამვლელ მგზავრებს დაანახა ფარავნისა და საღამოს ტბების სილამაზე.

gora

ადრე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე დუხობორების (დუხობორები- ისტორიულად რუსული რელიგიური ჯგუფი, რომელიც საეკლესიო რიტიუალებს უარყოფს) სოფლები იყო. ახლა ზოგიერთი სოფლის დასახელება შეიცვალა, მაგალითად სოფელი ფარავანი რომელსაც ადრე როდიონოვკა ერქვა. ახალი სახელწოდება საქართველოში ყველაზე დიდი ტბის, ფარავნის სახელია, რომლის ნაპირზეც ეს სოფელია განლაგებული.

radionovka 2

სახელწოდებასთან ერთად სოფლის ეთნიკური შემადგენლობაც შეიცვალა. აქ მცხოვრები რუსები, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გადასახლდნენ რუსეთში. ახლა აქ უახლოესი სოფლების, ფოკის, განძის და წალკის მუნიციპალიტეტის სომხები ცხოვრობენ. თუმცაღა ყოფილ როდიონოვკაში ახლაც ცხოვრობს ერთი მოხუცი დუხობორი, რომელიც ზამთარში თავის შვილებთან რუსეთში ბრუნდება.

Radionovka 6

სოფელ ფარავანში 80 ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობის თქმით, სოფელში დაკეტილი სახლები არ არის და ბოლო დრომდე აქედან რუსეთში სამუშაოდ არ დადიოდნენ ხოლმე. საზღვარგარეთ საშოვარზე წასვლა ამ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში გახდა პოპულარული. აქ ძირითადად მესაქონლეობით არიან დაკავებული, კარტოფილს ნაკლებად თესავენ. ბუნება აქაურებს ხელს უწყობს დაკავდნენ როგორც მსხვილი მესაქონლეობით, ისევე მეცხვარეობით. მოსახლეობის თქმით, აქ არ არის საძოვრების პრობლემა.

radionovka 3

ერთ-ერთმა ადგილობრივმა მეცენატმა საძოვრები 45 წლით იქირავა და მოსახლეობას გადასცა, რათა მდიდარი საძოვრები უფასოდ გამოიყენონ.

radionovka 7

მოსახლეობა ამბობს, რომ მას შემდეგ რაც გზა გააკეთეს ცხოვდრება გაუმჯობესდა. ადრე ზამთარში გზა იკეტებოდა. ადგილორივი ხელისუფლება ამ მიმართულებით ახლა კარგად მუშაობს. საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო დახმარება სოფელში 40 წუთში ჩამოდის. თუმცა აქაც არის სხვა პრობლემები, მაგალითად სოფელში ბუნებრივი აირი არ არის გაყვანილი. აქ, ისევე როგორც ყველგან, სადაც ადამიანები მესაქონლეობით არიან დაკავებული, საწვავად ფუნას იყენებენ. 21-ე საუკუნეში ხალხი ისწრაფვის ელემენტარული კეთილმოწყობისათვის. სოფლის მოსახლეობა ელოდება, რომ 2022 წლამდე სახელმწიფოს გეგმის ფარგლებში მოხდება მათი სოფელის გაზიფიცირება. პრობლემას წარმოადგენს წყალგაყვანილობაც, ზაფხულში წყალი არის, მაგრამ ზამთარში წყლის მიწოდების პრობლემა აქაც იქმნება. წელიწადში რამდენჯერმე ფარავანს მგლები აკითხავენ, ეს ხომ მთიანი სოფელია და საქონელიც ბევრია.

აქ იხსენებენ, რომ შარშან ბოსელში შეპარულმა მგლებმა 10 სული ცხვარი დაგლიჯეს, ამიტომ ყველას ეზოში დიდი ძაღლები ჰყავს. ეს ძაღლები პატრონის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, და მას როგორც მგლებისგან, ასევე უცნობებისგან იცავენ.

radionovka 5

სკოლაში 50 მოსწავლეა. სკოლა პატარაა, მაგრამ მოსახლეობა ამაყობს, რადგან მოუხედავად ინისა, რომ მათ სკოლაში სულ 7 მასწავლებელი მუშაობს, უფროსი მასწავლებლის სტატუსი ყველამ მიიღო.

Radionovvka

ადგილობრივების საყვარელი საქმე თევზაობაა. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ტბის პირას ბევრი მეთევზე იყო. სეზონი იწყება, როდესაც ტბა ახლად იყინება. აქ იჭერენ კარჩხანას, კობრს, ჭაფალას და სხვა… თევზაობის სეზონი სრულდება, როდესაც ყინულის ფენა სქელდება. ძლიერი ყინვების წყალობით ყინული ნახევარი მეტროდან 70 სმ-მდე აღწევს. თევზაობის სეზონი აპრილში განახლდება ხოლმე, მაშინ როდესაც ყინული დნობას დაიწყებს.

ქრისტინა მარაბიან