დღეს სოფელი გორელოვკის მოსახლეობამ გადაკეტა ცენტრალური მაგისტრალი, რომელიც სომხეთში გადის. პროტესტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლის სუმბატ კიურეგიანის და საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ენზელ მკოიანის წინააღმდეგ გაიმართა. გორელოვკის მოსახლეობა მათ იმაში ადანაშაულებს, რომ ფლობენ მათი მიწითა და წყლით, ხოლო მოსახლეობას არ აქვს წყალი და საკმარისი საძოვარი.

დღეს სოფელი გორელოვკის მოსახლეობამ გადაკეტა ცენტრალური მაგისტრალი, რომელიც სომხეთში გადის. ეს პროტესტი იმ შემთხვევის გაგრძელებაა, რომელიც 16 იანვარს მოხდა. იყო ჩხუბი სოფელ ფოკისა და გორელოვკის მოსახლეობასა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელს, მის შვილსა და ძმისშვილს შორის.

შემთხვევის ადგილზე დღეს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ენზელ მკოიანი ჩამოვიდნენ.

მოსახლეობა სუმბატ კიურეგიანს და კიდევ ორ ფერმერს ადანაშაულებს იმაში, რომ წყალი მხოლოდ საკუთარი ფერმისთვის გაიყვანეს, რომ ყველა საძოვარი სუმბატ კიურეგიანისა და ენზელ მკოიანის მფლობელობაშია. მოსახლეობას არ აქვს არც წყალი და არც საძოვრები.

gubernator_1

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობა აპროტესტებს, რადგან მათ არ ჰყოფნით წყალი და საძოვრები.

«ცენტრალურ მაგისტრალზე არის უკანონო შეერთებები, და ამასთან დაკავშირებით ადამიანებმა პროტესტი გამოაცხადეს. მე შევხვდი მოსახლეობას და დავპირდი, რომ ცენტრალურ მაგისტრალზე ყველანაირი შეერთება ჩაჭრილი იქნება. მოსახლეობას ერთნაირად მიეწოდება წყალი. გაზაფხულზე, როგორც კი ამინდი შეგვიწყობს ხელს, ჩვენ ალტერნატიულ გზებს გამოვნახავთ და ცენტრალურ ხაზს დავუმატებთ კიდევ ერთ ხაზს. ჩვენი სახელმწიფოსთვის არ არსებობს არც პრივილეგირებული ჩინოვნიკები და არც გუბერნატორები, მაშასადამე გუშინდელი განცხადება, რომ ვიღაცას წყალს არ აძლევენ, ტყუილია. ხვალვე ჩაიხსნება ცენტრალური მაგისტრალი და მოსახლეობას წყალი თანაბარ პირობებში მიეწოდება. რაც შეეხება საძოვრებს და მიწის პრობლემებს, მე ვთხოვე მოსახლეობას, რომ მათ 10 წარმომადგენელი შეარჩიონ, რომელთანაც შემეძლება საუბარი. ეს ყოველივე კანონის ფარგლებშია. მე შევეცდები ვუპასუხო ყველა შეკითხვას, რომელიც მათ მიერ იქნება დასმული, და კანონმდებლობის ფარგლებში მოვაგვარო ყველა პრობლემა. მე არ ვიცი საძოვრები ვის აქვს ლეგალურად და ვის არა, მაგრამ შეიქმნება კომისია, რომელიც შეისწავლის აღნიშნულ პრობლემას და ნებისმიერი არაკანონიერი საკუთრება იქნება შეჩერებული. მოსახლეობის ინტერესები გათვალისწინებული იქნება»- ამბობს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი,- «რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, მე ამჟამად კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩემთვის ცნობილია, რომ მიმდინარეობს გამოძიება. როგორც მე ვიცი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არავის დაეკისრება. ეს გამოძიების პრეროგატივად ითვლება, მაგრამ როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი ვიქნები საქმის კურსში, და ამ საკითხთან დაკავშირებით მექნება ინფორმაცია, ამჟამად ვერაფერს დავაკომენტარებ».

სიტუაცია ენზელ მკოიანმაც დააკომენტარა.

გორელოვკაში ცხოვრობენ ქართველები, სომხები, რუსები და ჩვენი აჭარელი ძმები. ამიტომ საჭიროა მეტი ყურადღება მიექცეს, მაგრამ წელს თოვლი იყო ნაკლები და ყინვები მეტი და ამ წყაროებში ცოტა წყალი აღმოჩნდა, შესაბამოსად წამოიჭრა პრობლემა. ჩვენ ფერმერებს ვესაუბრებოდით მერიაში. მათ პირობა მოგვცეს, რომ თუ საჭირო იქნება გამოეთიშებიან ცენტრალურ ხაზს. ხვალ ჩამოვა კომისია, რომელიც გადაწყვეტს, თუ როგორ მოვაგვარებთ ფერმებთან დაკავშირებული პრობლემა. და მეორე ჩვენ მერიასთან ერთად უკვე გადავწყვიტეთ, რომ დაინიშნება კომისია და ამ კომისიაში ჩაერთვებიან გუბერნიიდან და ცენტრალური ხელისუფლებიდან, რათა შეისწავლონ ეს მიწები, ნახონ ხელშეკრულებები, ვის რამდენი მიწა აქვს. ამ კომისიამ უნდა იმუშაოს, რომ ჩვენ მივიღოთ სამართლიანი გადაწყვეტილება, საჭიროა მოსახლეობის დამშვიდება»,- თქვა ენზელ მკოიანმა.

ნინოწმინდის მუნიციპლიტეტის საკრებულოს წარმომადგენლის სუმბატ კიურეგიანის სიტუაციასთან დაკავშირებით ენზელ მკოიანმა დააკომენტარა, რომ ის მზად არის გადაკეტოს წყალი.

«მაგრამ, მეორეს მხრივ, მას აქვს დიდი ფერმა, საქონელს რა უშველოს? ერთმა სპეციალისტმა თქვა, რომ 500მ დაჩქარებული ვარიანტით შეიძლება წყლის გაყვანა და ტუმბოთი ამოქაჩვა, რათა საქონელს წყალი ჰქონდეს. ჩვენ სუმბატს ამას შევთავაზებთ, ვფიქრობ დაგვთანხმდება»,- აღნიშნა მკოინმა.