გუშინ საღამოს, ახალქალაქში გვარცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბათუმში კიმ კუღოიანი დააკავეს, დაპატიპრების შესახებ ინფორმაცია საქართველოს შსს-ში დაადასტურეს.
შსს-ს ინფორმაციით, კუღოიანი ნამდვილად დაკავებულია, თუმცა დაწვრილებით ინფორმაციას, თუ სად, როდის და რა ვითარებაში, არ აზუსტებენ. უცნობია ასევე, გამოცხადებული იყო თუ არა კიმ კუღოიანის ძებნა. შსს-ს პრეს-სამსახურმა ინფორმაციის გასაჯაროების უარი ახსნა იმით, რომ უფლებამოსილი არ არის მსგავსი სახის ინფორმაცია გაავრცელოს.
JNEWS-ი ინფორმაციის დაზუსტებას კუღოიანის ადვოკატთან ნოდარ აკობაშვილთან შეეცადა, რომელმაც უპასუხა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არავითარ ინფორმაციას არ ფლობს. კუღოიანის ახლობლებთან დაკავშირება ასევე ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში კიმ კუღიანის ბრალდების განაჩენი 7 ივლისს გამოიტანეს, მას 4,5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენის გამოტანას კუღოიანი არ ესწრებოდა. განაჩენის გამოტანის მეორე დღეს, კიმ კუღოიანის მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციაზე ცნობილი გახდა, რომ კიმ კუღოიანი იმ დროისათვის დაპატიმრებული არ იყო, მისი ადგილსამყოფელის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. იმ დროისთვის მისი ძებნა არ იყო გამოცხადებული.
კიმ კუღოიანი 236-ე მუხლის მე-3 პუნქტით გაასამართლეს, რომელიც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას და იგივე მუხლის მე-4 პუნქტით, რომელიც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.