21-ე საუკუნის თაობისათვის რთული დასაჯერებელია, რომ ახალქალაქში სამი საზოგადოებრივი აბანო ფუნქციონირებდა, სადაც ერთობლივად დადიოდნენ საბანაოდ. დღეს ამ აბანოებიდან შემორჩა შენობები, ნანგრევები და სასიამოვნო მოგონებები.
საბჭოთა დროის ახალქალაქი, კვირის ბოლო- საზოგადოებრივი აბანოს დღეა. ნათესავები ერთმანეთს სახლის (საქალაქო) ტელეფონით უკავშირდებიან , აბანოებში წასვლაზე თანხმდებიან. თუმცაღა ეს ყველფარფეი არც ისე მარტივია, ამ პროცესისათვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ემზადებოდნენ.
სპეციალურად აბანოსთვის ქალაქის ქალბატონებს ჰქონდათ პატარა ტყავის ჩემოდნები და ჩანთები, სადაც დასაბანად საჭირო ნივთებს ალაგებდნენ: “მაგრად გაკრახმალებული” პირსახოცი, ორი სახის ნეჭა, რომლებსაც ქისად მოიხსენიებენ (ნეჭა საპნის გარეშე) და ქისა (გასასაპნი ნეჭა), “ნალიკი” (ასე ეძახდნენ აბაზანის ჩუსტებს, რომლის ძირები ხისგან იყო დამზადებული და სიარულისას სპეციფიკურ ხმას გამოსცემდნენ)…
ჩემოდანი თითქმის მზადაა, მაგრამ აბაზანის შემდეგ საჭიროა დავნაყრდეთ, ამაზეც უნდა ვიზრუნოთ. შემდეგი ეტაპი არის კაკაოს და რამდენიმე სახის ტკბილეულის მომზადება.
აბანო ახალქალაქელებისთვის იყო არა მხოლოდ დასუფთავების ადგილი, არამედ სასაუბრო ადგილი, აქ ახალქალაქის მაცხოვრებლები ეცნობოდნენ ყველა სიახლეს და ერთმანეთს ჭორებს უზიარებდნენ.
«ვურეკავდით ერთმანეთს, წინასწარ ვთანხმდებოდით, რომ «მივდივართ აბანოებში». ჩემი “ბაბო”, მისი რძალი (ძმის ცოლი) და ჩვენი საგვარეულოს სხვა წარმომადგენლები ამ დღისათვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. სახლში რამდენიმე სახის ნამცხვარს აცხობდნენ და განსაკუთრებული რეცეპტით კაკაოს ამზადებდნენ, რომელიც თერმოსით მიჰქონდათ აბანოებში. ყავა იმ დროს არ იყო. იქ ისხდნენ და საათობით ჭორაობდნენ. სახლში დაბანვის პირობები კი ჰქონდათ, მაგრამ ესეთი ადათი იყო. პირსახოცები, ქისა, რომელსაც «ირისის» ძაფით ქსოვდნენ და «ვაფლის» ნაჭრით კერავდნენ, რათა ტანი უკეთ გაეხეხათ. ქისით განწმენდვა კიდევ ცალკე პროცესი იყო. საგვარეულოში იყო ვინმე ადამიანი, რომელმაც იცოდა კარგი დახეხვა და მას ცალკე ეპატიჟებოდნენ აბანოში. ბავშვობაში მეც დავყავდი ჩვენებს. როდესაც დედაჩემი გათხოვდა ყველა ნათესავი შეიკრიბა და დედა წაიყვანეს აბანოებში, ეს მათი ადათ-წესი იყო»,- ყვება ახალქალაქის მაცხოვრებელი ანიუტა.
ბევრ ადამიანს რიგში დგომა უწევდა, რადგან დასვენების დღეებში აბანოებში წამსვლელთა მსურველი ძალიან ბევრი იყო.
«ჩვენ სახლებში გვქონდა აბაზანა, მაგრამ მე ყოველთვის მომწონდა წყლის ძლიერი წნევა, რომელიც აბანოებში იყო. აბანოებში წასვლა რიგ პროცედურებს მოიცავდა. იყო საერთო აბაზანები და ნომრები. ნომრები ცოტა იყო. ის ვინც ოჯახით მიდიოდა, ნომერს ირჩევდა. იყო საერთო აბაზანები მამაკაცებისთვის ცალკე და ქალებატონებისათვის ცალკე. ნომრების ასაღებად რიგში დგებოდნენ. ყველგან ისმოდა ხმა “ტკ, ტკ, ტკ”- ეს იყო ნაბიჯების (“ნალიკების”- ხის ძირებიანი ჩუსტების გამო, რომლებსაც იქ იცვამდნენ). როდესაც აბაზანის კარს გააღებდნენ ყველფერი ორთქლით ივსებოდა. «თავიდან საერთო აბანოში ბანაობა უხერხული იყო, მაგრამ როდესაც ხედავ, რომ ყველა შენნაირია და ყურადღებას არავინ გაქცევს, თანდათანობით ეჩვევი,”- გვიამბობს ბებია ჰორომსიმა და თან ამატებს- “აბანოებში ბანაობა 3-4 საათს გრძელდებოდა. ამისათვის წინასწარ ემზადებოდნენ, იცოდნენ, რომ მთელი დღე დასჭირდებოდათ».
საშხაპედან გამოსვლისას, ხის სკამებზე გასახდელში აფენდნენ გაზეთებსა და ჟურნალებს. ბანაობის შემდეგ შეეძლოთ ახლად გამომცხვარი ფუნთუშებისა და ლიმონათის ყიდვა. ბევრს ჯერ კიდევ არ დავიწყებია ამ ლიმონათის გემო.
«შეიძლება ეს ახალგაზრდობის მოგონება იყო, მაგრამ ამ გემოს ვერასდროს ივიწყებ. ჩემს ბიძაშვილს, რომელიც დიდი ხნის წინ გადასახლდა ერევანში, დღემდე ახსოვს აბანოების ადათ-წესები. გამყიდველს არუს ერქვა. ის პუტკუნა ქალი იყო. ლიმონათსა და ფუნთუშებს ყიდიდა, რომელიც ძალიან გემრიელი იყო. არ ვიცი ეს აბაზანის თუ სხვა რამის გამო იყო, მაგრამ ჩემი ბიძაშვილი დღემდე იხსენებს და ამბობს, რომ არუსის ლიმონათს სხვა გამო ჰქონდა»,- ყვება ახალქალქის მკვიდრი სუსანნა.
აღარ არსებობს არცერთი საზოგადოებრივი აბანო. როდესაც სსრკ-ს 90-იან წლებში დაიწყო მაზუთის დეფიციტი, უზარმაზარი აბანოების გათბობა შეუძლებელი აღმოჩნდა. მოგვიანებით ზოგიერთი აბანოს შენობის პრივატიზირება მოახდინეს ისევე, როდორც მე-14 “გარადოკის” აბანო. ზოგიერთი მათგანი სახელმწიფო დაწესებულებად აქციეს, ისევე როგორც ცენტრალურ ბაღთან არსებული აბანოების შენობა. ყოფილი სამხედრო აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამსახურთან არსებული აბანოების შენობა დაინგრა, მის ადგილას დღეს მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი.