სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კიდევ ერთი თვით, 13 ივლისამდე გახანგრძლიდა. გადაწყვეტილება დღეს, სომხეთის მთავრობის 12 ივნისის რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.

კორონავირუსის პანდემიის მიზეზით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი პირველად 16 მარტს გამოცხადდა.

12 ივნისს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ, ბოლო 24 საათის განმავლობაში Covid-19-ით ინფიცირების 612 და გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელდა 173 ადამიანი. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-ით 15281 ადამიანია ინფიცირებული. გარდაცვლილია 258 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 5639 ადამიანი. ტესტირება 77 686 ადამიანს ჩაუტარდა.

ქვეყანაში ვირუსის მზარდი გავრცელების მიუხედავად, სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, რამდენიმე კვირის წინ გარკვეული შეზღუდვები “ეკონომიკის გადარჩენის” მოტივით მოიხსნა. მათ შორის, აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, გაიხსნა კაფე-რესტორნები და სავაჭრო ცენტრები.