2020 წლის სექტემბრიდან 100 ლარით გაიზრდება საბავშვო ბაღების აღმზრდელ პედაგოგთა ხელფასი საქართველოში.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღმზრდელ მასწავლებელთა ხელფასი 400 ლარს შეადგენს, თუმცა სექტემბრიდან იგეგმება მათი ხელფასის 500 ლარამდე გაზრდა. აღმზრდელი პედაგოგების ხელფასის ზრდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სახელმწიფო პროგრამით არის გათვალისწინებული.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის ანაიდა ასატრიანის მტკიცებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია საბავშვო ბაღების აღმზრდელი მასწავლებლების ხელფასის ზრდა. მისი თქმით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 55 აღმზრდელი მუშაობს.
ანაიდა ასატრიანის თქმით, შესაძლებელია საბაშვო ბაღების სხვა თანამშრომლებსაც დაემატოს ხელფასი, თუმცა ეს ჯერ არ არის დამტკიცებული.