მთავრობა, პანდემიის გამო, უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადას 1-ელ აგვისტომდე ახანგრძლივებს. როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში რეგისტრაციის ვადა კიდევ გაგრძელდება.

„ მოგეხსენებათ, რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, თუმცა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ვადა 1-ელ აგვისტომდე გაგრძელდეს. ვინც დააგვიანა, ან ვერ შეძლო საჭირო საბუთების შეგროვება, ამ ადამიანებისთვის ვადა გაგრძელდება და, თუ საჭირო იქნება, შემდგომშიც გავაგრძლელებთ რეგისტრაციის ვადას. დღეს პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, გარდა ეპიდემიასთან ბრძლისა, ჩვენს იმ მოქალაქეებს მივეხმაროთ, ვისაც კრიზისის გამო შემოსავალი შეუმცირდა, ან დაკარგა,“ –  განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, სახელმწიფოსგან კომპენსაცია 121 719-მა თვითდასაქმებულმა და 129 000-ზე მეტმა დასაქმებულმა მიიღო.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს რიცხვი გაიზარდოს და სწორედ ამას ემსახურება გადავადება. ამასთან, ფართოვდება თვითდასაქმებულების ნაწილში დახმარების მიზნობრიობა და დღეს, საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოზე დასაქმებული ადამიანების დახმარებას დაუვუმატებთ, მათგანაც დავიწყებთ განაცხადების მიღებას,“ – აღნიშნა პრემიერმა.

იხილეთ ვიდეო: მთავრობა პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადას 1-ელ აგვისტომდე ახანგრძლივებს