«100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს» პროექტის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით აუქციონზე 75 სახელმწიფო ობიექტი გაიყიდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ქონების პირველადი ფასი 46 მილიონ ლარს შეადგენდა (15,1 მილიონი დოლარი), თუმცა შესყიდვების შედეგად 75 ობიექტის ღირებულების საერთო ჯამური თანხა 60,7 მილიონ ლარამდე (დაახლოებით 20 მილიონ ლარამდე) გაიზარდა.
“პროექტი «100 ობიექტი ბიზნესისათვის» პრივატიზაციის მიმართულებით მუშაობს, და იქ მუდმივად არის 100 შეთავაზება. დღესდღეობით, აუქციონზე გამოტანილია 309 მილიონი ლარის (დაახლოებით 101,4 ათას დოლარზე მეტი) ქონება. არავითარი ბიუროკრატია არ არის. ეს ელექტრონული აუქციონია. აუციონზე მონაწილეობის მისაღებად გვერდზე დარეგისტრირება, ფსონების გაკეთება და უძრავი ქონების შეძენა ნებისმიერს შეუძლია”,- განაცხადა გახარიამ.
«100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს» პროგრამას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო 2019 წლის ნოემბრიდან ახორციელებს. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გამარტივებული პროცედურებით ათეულობით ობიექტის პრივატიზაციას ატარებს, რომლებიც სახელწიფო ბალანსზე ირიცხება.
ქონების პრივატიზაციისათვის აუცილებელი ინფორმაცია განთავსებულია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე.