პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ანგარიშის მოსმენა პარლამენტში დღეს, ხმაურის ფონზე წარიმართა. მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტებმა პარლამენტის შენობასთან აქცია-პერფორმანსი, სახელწოდებით “გახარიას 12 ტყუილი”, გამართეს.
ისინი პარლამენტის შენობასთან მივიდნენ ბანერებით, სადაც განხილული აქვთ პრემიერის ტყუილები. აქტივისტები აცხადებენ, რომ 20 ივნისიდან მოყოლებული, გიორგი გახარიამ საზოგადოებას უამრავი ტყული უთხრა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პრემიერს აუცილებლად მოუწევს ყველაფრისთვის პასუხის გება.
“შეცვალე” იმიტომ შეიკრიბა, რომ პრემიერის ალტერნატიული ანგარიში წარადგინოს. ჩვენ გვაქვს ჩამოწერილი “ქართული ოცნებისა” და პრემიერის რამდენიმე ტყუილი, მაგალითად ის, რომ თითქოს არ ესროდნენ მოქალაქეებს დამიზნებით. ჩვენ ფაქტებით ვიცით, რომ ისინი აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ ტყვიებს. ჩვენ არ გავუფრთხილებივართ ოთხჯერ. ბრძანების გამცემ პირს აუცილებლად მოუწევს პასუხის გება.” – აცხადებენ აქციის მონაწილეები.