საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმროების ონლაინ-რუკა შექმნა, რომლებმაც უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით მუშაობა განაახლეს.

ამჟამად სიაში 101 ობიექტია. აღნიშნულ ეტაპზე ყველაზე მეტი სასტუმრო მუშაობს ბათუმში- 24.

ამ ყველა სასტუმრომ, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკეთებს ორგანიზებას, წარმატებით გაიარა შემოწმება.

უწყებაში აღნიშნულია, რომ დროდადრო სასტუმროების სია განახლდება. ყველანაირი ახალი ინფორმაცია ტურზმის ადმინისტრაციის გვერდზე და რუკაზე აისახება.

«საქართველო აუცილებელი რეკომენდაციების დაცვის პირობებით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის სტანდარტებისა და საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით ანახლებს შიდა და საერთაშორისო ტურიზმს. შექმნილია შესაბამისი რეკომენდაციები და პროტოკოლები მთლიანი ტურისტული ინდუსტრიისათვის (სასტუმროები, რესტორები, ტრანსპორტები, ტურისტული კომპანიები და გიდები). ეს სტანდარტები ემსახურება, როგორც უცხოელი ვიზიტორების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას»,- აღნიშნავენ უწყებაში.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სასტუმრო მარტის შუა რიცხებში დაიკეტა. ეს მოხდა იქამდე, ვიდრე ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის შესახებ გამოაცხადა. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების გათვალისწინებით მთავრობამ 23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობის გაუქმება გადაწყვიტა.

სასტუმროებმა 8 ივნისიდან მუშაობის განახლების ნებართვა მიიღეს. ამისათვის მათ ესაჭიროებათ ჯანდაცვის სამინისტროში მისვლა და სპეციალური შემოწმების გავლა.

ადრე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ უწყების ბაზაში 939 სასტუმროა დარეგისტრირებული, მათგან 150-მა უკვე მიიღო მუშაობის ნებართვა, 175-მა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, დანარჩენებმა ინსპექტირების გასავლელად უკეთესად მომზადებისათვის შემოწმების გადატანა მოითხოვეს.

«საქართველოს მოამბის» ინტერვიუში საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა, რომ ახლა ქვეყნის თითქმის ყველა სასტუმროში გასულ წელთან შედარებით ფასებმა იკლო. მან ეს სიტუაცია მოთხოვნის არარსებობით განმარტა, აღნიშნა, რომ შიდა ტურისტები კოტეჯებისა და ბინების ქირაობას ანიჭებენ უპირატესობას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი ოფიციალურად განახლდა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 1 ივლისიდან საზღვრებს იმ ქვეყნების უცხოელი ტურისტებისთვის გახსნიან, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დაახლოებით ისეთივეა, როგორც საქართველოში. ამჟამად ასეთია ავსტრია, გერმანია, ჩეხეთი, საბერძნეთი და ბალტიის პირეთის ქვეყნები.

მასალა საქართველოს მოამბიდან