
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი პირობა იყო დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. თუმცა საზოგადოებაში ჩნდება ეჭვი საქართველოს სასამართლოების, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს რეალურ დამოუკიდებლობაში.
მიმდინარე საპროტესტო აქციებს მრავალი დაპატიმრება, ჯარიმა და მონაწილეების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავება მოჰყვა. მთავრობა ამკაცრებს კანონებს, რომლებიც ეხმარება მმართველ პარტიას საპროტესტო მოძრაობის ჩახშობაში, დიდი ჯარიმებითა და პატიმრობით ზემოქმედების მოხდენას საზოგადოების აქტიურ ნაწილზე.
ამასობაში სასამართლოები საქართველოს მასშტაბით განსხვავებული დანაშაულისთვის ეჭვმიტანილებს დაახლოებით ერთნაირად სჯიან. ამგვარად, ახალქალაქში მცხოვრებს გ.ა.-ს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მკვიდრის მკვლელობისთვის 7 წელი მიუსაჯა, ხოლო ახალქალაქში მცხოვრებს კ.კ.-ს იარაღის ტარებისთვის 5 წელი მიესაჯა. ასეთ შემთხვევებში უკმაყოფილოა როგორც დაზარალებული, ასევე მსჯავრდებულის მხარე: ზოგისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებები ძალიან მკაცრი ჩანს, ზოგისთვის – ზედმეტად ლმობიერი. ადვოკატ ანდრანიკ მინასიანის თქმით, დანაშაულისთვის ნებისმიერი სანქცია კანონით არის განსაზღვრული.
„თუ ეს არის დანაშაული, რა სასჯელი არის გათვალისწინებული ამ ქმედებების ჩამდენისთვის, განისაზღვრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, შესაბამისად, სასჯელის ოდენობა თავდაპირველად გათვალისწინებულია მუხლში, მოსამართლეს რა თქმა უნდა აქვს უფლება გაითვალისწინოს დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი გარემოებები. მაგალითად, აქვს თუ არა პირს ნასამართლეობა, ან რა პირობები იყო დანაშაულის ჩადენის დროს, მარტო იყო თუ ვინმესთან ერთად, რა მოტივები ჰქონდა და ა.შ., თანამშრომლობდა თუ არა გამოძიებასთან, აღიარებს თუ არა ბრალს. არსებობს სხვადასხვა გარემოებები, რომლებიც ამძაფრებს ან ამსუბუქებს დანაშაულს. ხოლო ბრალის ოდენობის გათვალისწინებით სასამართლო სასჯელს კანონით დადგენილ ფარგლებში ადგენს. თუ დანაშაულს აქვს 10-დან 15 წლამდე ვადა, მაგალითად, 108-ე მუხლით მკვლელობა – მაშინ მოსამართლეს შეუძლია განსაზღვროს 10, 15 ან 12 წელი და ა.შ. ეს არის ზოგადი სტანდარტული პროცედურა, მაგრამ არის სპეციალური მუხლები, როდესაც მოსამართლეს უფლება აქვს სასჯელის გამოტანისას პირობითი სასჯელი დააწესოს, ანუ პირს არ უწევს სასჯელის ციხეში მოსახდელი. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო ინსტიტუტია საპროცესო შეთანხმება, რომელიც იდება პროკურატურასა და ბრალდებულ მხარეს შორის. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული მხარე თანამშრომლობს გამოძიებასთან და აღიარებს დანაშაულს, შესაძლოა ხელისუფლების პოლიტიკიდან გამომდინარე (ე.წ. სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიკა). ამ შემთხვევაში შესაძლებელია ამ დანაშაულისთვის დადგენილ მუხლზე უფრო მსუბუქი სასჯელი“, – ამბობს ის.
თუ ჩვეულებრივ შემთხვევებში სასამართლო სისტემის ლოგიკა ნათელია, თუმცა აქაც არის გამონაკლისები, მაშინ დაკავებების ბოლოდროინდელი ზრდა და შემდგომი სასჯელები უმრავლესობის მიერ პოლიტიკურად მიკერძოებად აღიქმება. ბევრი მიიჩნევს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემას მმართველი პარტია აკონტროლებს, რეალიზებულ რეფორმებს კი წარუმატებლად.
მაგალითად, გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმე, რომელიც 12 იანვარს დააკავეს. გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს. სსკ-ის 353-ე მუხლით, პოლიციელზე თავდასხმა 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდება ეფუძნება აჭარის ბათუმის საქალაქო პოლიციის სამმართველოს უფროს ირაკლი დგებუაძეზე სავარაუდო თავდასხმას, რაც პროკურორის თქმით, „შურისძიების“ მოტივით მოხდა. ბოლო დროს საქართველოს სასამართლოები პოლიტიკურად მოტივირებულმა საქმეებმა მოიცვა. დაკავებულთა უმეტესობა ან საყვედურს ან დიდ ჯარიმას იღებს.
„ვთქვათ ბოლო დროს აქტუალური ადმინისტრაციული ჯარიმა, რომელიც დაკავშირებულია შეხვედრებთან, პროტესტებთან, მანიფესტებთან. გზების უკანონოდ გადაკეტვასთან დაკავშირებით დაწესდა 500 ლარის ოდენობით ჯარიმა, მაგალითად ახლა ეს ჯარიმა გაიზარდა და გახდა 5000 ლარი. ამ კანონს ფაქტიურად სახელმწიფო საჩივრებთან პირდაპირი კავშირი აქვს. ეს ყველა ქვეყანაში ასეა, პარლამენტს შეუძლია სასჯელის გაზრდა ან შემცირება, რა და როგორი კანონიც უნდა, შეუძლია მიიღოს. თუ კანონი არ არღვევს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებებს და ა.შ, მაშინ პარლამენტს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი კანონი. ერთადერთი დაბრკოლება, რაც არსებობს, არის ქვეყნის კონსტიტუცია. იგივე კანონი, რომ ჯარიმა 500 ლარიდან 5000 ლარამდე გაიზარდა, კანონში წერია. ეს არ არის სასამართლოს ან პოლიციის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, ეს კანონში წერია“, – განმარტავს ადვოკატი მინასიანი.
ხელისუფლებისთვის სასარგებლო კანონების მიღება შეიძლება აღიკვეთოს მხოლოდ მრავალპოლარული პარლამენტის ან დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში.
„როგორც აშშ-ში, ჩვენც გვაქვს სისტემა, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს კანონის მიღება. პირველ რიგში, პრეზიდენტს შეუძლია ვეტო გამოიყენოს. ეს არ არის აბსოლუტური ვეტო, მაგრამ ამ გზით შეიძლება დროის მოგება, თუმცა ამ ვეტოს დაძლევაც შესაძლებელია. ამას ჰქვია პოლიტიკური ვეტო, როგორც პოლიტიკური კონტროლი. პრეზიდენტის გარდა, საკონსტიტუციო სასამართლოსაც შეუძლია კანონის მოქმედების შეჩერება. თუკი პარლამენტში განხილვისას კანონი კონსტიტუციურად ჩაითვლება და პრობლემა არ იქნება, კანონის გაპროტესტება შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოში, კანონის შეჩერების მოთხოვნაა შესაძლებელი. თუ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, რომ კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ის კარგავს ძალას. ამ მიზნით საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელი ორგანო უნდა იყოს. მაგრამ საზოგადოებას აქვს კითხვები როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე მოსამართლეების და მთლიანად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ბევრი კითხვა არსებობს“, – ამბობს ანდრანიკ მინასიანი.
სასამართლოს დამოუკიდებლობა არ არის მხოლოდ ფორმალობა, არამედ ადამიანის უფლებების დაცვისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საფუძველი. როდესაც სასამართლო იქცევა პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, მოქალაქეები კარგავენ ნდობას სამართლიანობისა და საკუთარი უფლებების დაცვის უნარს.