
2022 წელს ახალქალაქის რაიონის სოფელ ორჯას მცხოვრებლებმა „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში გადაწყვიტეს აეშენებინათ სპორტული დარბაზი, რათა სოფელში მცხოვრები ახალგაზრდების ყოველდღიური ცხოვრება უფრო სასარგებლო, საინტერესო და პროდუქტიული ყოფილიყო.
ახალქალაქის რაიონის სოფელ ორჯას მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით გამოყოფილი 16 ათასი ლარი სპორტული დარბაზის ასაშენებლად გამოეყენებინათ. ძველი სკოლის შენობის ნაწილი, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იყო, სპორტული დარბაზისთვის გამოიყო. ამ შენობის იატაკის, სახურავის რესტავრაციისა და რეკონსტრუქციის შედეგად სოფელ ორჯაში მცხოვრებლებს ახლა ახალი სპორტული დარბაზი აქვთ.
თანხის სპორტდარბაზის მშენებლობაზე დახარჯვის იდეას ყველა დაეთანხმა, რადგან ახალგაზრდების სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება აქტუალური იყო და ყველას აწუხებდა. ჩვენთან საუბარში სოფელ ორჯაში მცხოვრებმა ხოჯოიან არმენაკმა მოყვა, თუ როგორ გადაწყვიტეს სპორტული დარბაზის აშენება.
„სოფელში ბევრი ახალგაზრდაა, მაგრამ თავისუფალ დროს არაფერი აქვთ გასაკეთებელი. გადავწყვიტეთ აგვეშენებინა სპორტული დარბაზი, რომ ახალგაზრდები სპორტით დაკავდნენ. ამჟამად სპორტული დარბაზი ნაწილობრივ ფუნქციონირებს“, – ყვება არმენაკი.
მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრენერები არ არიან და სპორტული დარბაზი მხოლოდ ნაწილობრივ ფუნქციონირებს, ახალგაზრდებში დაკავებულობის დონის ცვლილება უკვე შესამჩნევია.
სოფელ ორჯას უფლებამოსილა პირმა რობერტ არევიანმა ასევე ისაუბრა სპორტული დარბაზის მშენებლობაზე, მუშაობასა და სირთულეებზე.
„ამჟამად აქ ახალგაზრდები იკრიბებიან, დარბაზს ასუფთავებენ. ახლა იატაკის სპეციალური საფარით დაფარვაა საჭირო. დავნიშნე პირი, რომელიც ხელმძღვანელობს სამუშაოს. ჩვენ საბოლოოდ გავხსნით მომავალ კვირას. „სოფლის მხარდაჭერის“ სახსრებით ავაშენეთ დარბაზი, 2022 წელს მივიღეთ 16000 ლარი, 2023 წელს მუნიციპალიტეტმა დაგვეხმარა დაახლოებით 38000 ლარით, 2024 წელს კი სოფლის მხარდასაჭერად გამოყოფილი 16000 ლარით შევიძინეთ სპორტული ინვენტარი“, – ამბობს სოფლის უფლებამოსილი პირი.
თავის გამოსვლაში მან რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სპორტული დარბაზის აშენების მთავარი მიზანი ახალგაზრდების ყოველდღიური ცხოვრება საინტერესო და სასარგებლო გამხდარიყო.
სოფლის უფლებამოსილმა პირმა არსებულ პრობლემებზე საუბრისას ყურადღება გათბობის სისტემაზე გაამახვილა.
„სპორტდარბაზში გათბობის პრობლემაა არსებობს. გათბობის ხარჯებს მუნიციპალიტეტი ვერ ფარავს. ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, რომ ამ ხარჯებს თავად დაფარავდნენ. გამოიყენებენ ელექტრო გამათბობელს და ყოველთვიურ ხარჯებს თავად გადაიხდიან. გაზის გაყვანა არ შეგვიძლია, რადგან ამას ცალკე ოთახი სჭირდება, ფართობი კი პატარაა“, – აღნიშნავს არევიანი.
მან ასევე დაამატა, რომ დარბაზის გახსნის შემდეგ იქ სიარულს 10-11 წელზე უფროსი ასაკის ახალგაზრდები და მოზრდილები შეძლებენ.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ წელს „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით გამოყოფილი თანხებით, სოფელ ორჯაში აშენდება პატარა ცენტრი, ახლა უკვე უფროსებისთვის. მთავარი მიზანი – იქ უფროსი ასაკის ადამიანების შეკრება.
ჯავახეთში ახალგაზრდების დასაქმების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. ეს არის მათი მოთხოვნით, ვინც არ სწავლობს, არ აქვს მუდმივი სამუშაო და არ აქვს შესაძლებლობა დაუთმოს დრო სასარგებლო საქმიანობას – ამ მიზეზით, სხვადასხვა პროგრამის შედეგად, ჯავახეთის რეგიონის სოფლებში სხვადასხვა ცენტრები შენდება.
ფენია თოროსიან