კორონავირუსისგან საქართველოში კიდევ 20 პაციენტი განიკურნა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ გვერდზე – stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საიტის ინფორმაციით, დღეისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 879 შემთხვევაა დადასტურებული.
განკურნებულებს რაც შეეხება, მათი რაოდენობა, გუშინდელთან შედარებით 20-ით გაიზარდა და 724 ადამიანი შეადგინა.
ამასთანავე, საქართველოს სამი მოქალაქე სამკურნალოდ უცხოეთიდან ჩამოვიდა.
ახალი კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 14 პაციენტი დაიღუპა.
კარანტინის რეჟიმში 2 710 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ – 267.