ახალქალაქში მე-4, მე-5, მე-6 კლასების ბავშვებისთვის „მკითხველთა და იდეოლოგთა კლუბი“ იხსნება. ამ კლუბში ბავშვებს საშუალება ექნებათ მიიღონ არაფორმალური განათლება და განავითარონ როგორც ქართული ენა, ასევე ზოგადი განვითარება. კლუბის გახსნა დაფინანსებულია USAID-ის “საბაზო განათლების პროგრამის” ფარგლებში და ახალქალაქში „წინ ახალი შესაძლებლობებისთვის“ ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.

პროგრამა გაგრძელდება 6 თვე, ის უფასოა, ასევე ხსნის ბევრ შესაძლებლობას ექსკურსიების, კულტურული და სხვა ღონისძიებებისთვის.

„მკითხველთა და იდეოლოგთა კლუბში“ მე-4-6 კლასების მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა აქტივობებსა და ღონისძიებებში:

  • კითხვის კლუბში ბავშვებს ქართული ენის მასწავლებელთან ერთად გაკვეთილზე ქართული და უცხოური წიგნების განხილვა შეეძლებათ.
  • ინტელექტუალურ-განმავითარებელი თამაშების კლუბში ისინი გაერთობიან თამაშებით და ამავდროულად განავითარებენ ინტელექტს.
  • არტ-თერაპიის კლუბში ბავშვები დაკავდებიან ხელოვნებაში გართობის, დასვენებისა და განვითარების დროს.
  • ფილმების ჩვენებისა და განხილვისას ბავშვებს უვითარდებათ ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება.
  • ასევე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ექსკურსიები, შეხვედრები ქართველ მწერლებთან, სპექტაკლების მონახულება და სხვა საინტერესო ღონისძიებები.

დეტალური ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 555025000.

რეგისტრაცია შესაძლებელია 22 იანვრამდე.