დღეს, 15 იანვარს, 15:00 საათიდან საქართველოში დამსაქმებლები და დასაქმებულები საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას დაიწყებენ.როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, საპროტესტო აქციის მიზანია საზოგადოებას დაანახოს რა ელის საქართველოს იზოლირებულ პირობებში. გაფიცვა 3 საათს გაგრძელდება.

გაფიცვის მთავარი მოთხოვნაა ახალი არჩევნები და საპროტესტო აქციის დროს დაკავებული პირების გათავისუფლება.

გაფიცვას შეუერთდა 500-ზე მეტი ორგანიზაცია სხვადასხვა სექტორიდან, მათ შორის სასტუმროები, მაღაზიები, ბიზნეს ცენტრები, საინფორმაციო სააგენტოები, ესთეტიკური ცენტრები, აფთიაქები და სხვა.

გუშინ, საქართველოში მოქმედი ორი უმსხვილესი ბანკი, საქართველოს ბანკი და თიბისი გაფიცვას არ შეუერთდნენ, მაგრამ განცხადება გაავრცელეს.ფინანსური ინსტიტუტები წერენ, რომ ისინი ყოველთვის იცავდნენ და დაიცავენ თავიანთი თანამშრომლების უფლებას გამოხატვის თავისუფლებაზე. შესაბამისად, გაფიცვაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ამის სურვილი ექნებათ.

ორგანიზატორებმა შემდეგი გეგმა გაავრცელეს:

„15:00 საათზე ვკეტავთ კარს და ვდგავართ ოფისის წინ.

დროშებით და/ან ბანერებით („თავისუფლება პატიმრებს“, „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“).

ჩავწერთ პირდაპირ გადაცემებს/ფოტოებს, ვაქვეყნებთ ჰეშთეგით #ფიცებისაქართველო

ვისაც ოფისი არ აქვს, რესპუბლიკის მოედანზე მიდის

გაფიცვის დასრულების შემდეგ პარლამენტის წინ შევიკრიბებით“.

Jnews-ი უერთდება საერთო აქციას მოთხოვნით: სამართლიანობა, სამართლიანი სამართალი, არა ძალადობას!.