ქალაქი ახალქალაქი მსხვილი სასოფლო-სამეურნეო მუნიციპალიტეტის ცენტრია, მაგრამ არ არის მაღაზია, სადაც საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეძენას შეძლებთ. რძე, ყველი და კვერცხი იყიდება ქალაქის ცენტრში, ბაზარის ტროტუარებზე, მაგრამ არა ყოველდღე. ბევრი მცხოვრები პროდუქტს ერთიდაიგივე გამყიდველებისგან ყიდულობს, ხშირად სახლში მიტანით, მაგრამ ყველას არ ჰყავს ასეთი ნაცნობი გამყიდველები.
თუ ახალქალაქის მცხოვრებს სჭირდება რძე, ადგილობრივი ქათმის კვერცხი, ყველი თუ სხვა, მან წინასწარ უნდა იფიქროს და მოძებნოს ხალხი, ვინც მას გაყიდის. ან ზოგიერთ მაღაზიას შეიძლება ჰქონდეს ადგილობრივი პროდუქტი, მაგრამ არა ყოველთვის. ახალქალაქელებმა ისიც იციან, თუ ცენტრში ტროტუარებზე როდის გამოდიან ადგილობრივი გამყიდველები.
რამდენიმე წლის წინ, როცა ქუჩაში ვაჭრობა აიკრძალა და ქალაქის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო მაღაზია გარემონტდა, ეს მაღაზია გამყიდველებს გადასცეს, თუმცა იქ დიდხანს არ გაჩერებულან. მაშინ მათ თქვეს, რომ შენობა ძალიან ცივი იყო და კლიენტები არ შედიოდნენ. პროდუქციას ყიდიან სოფლის მეურნეობის ბაზარის ტერიტორიასა და ქუჩებში.
ახალქალაქის ბაზრის დირექტორი არარატ საარიანი ამბობს, რომ ამ თემაზე კომენტარის მიცემით უკვე დაიღალა, ხალხს მაღაზიაში გაყიდვა არ სურს, რომელიც არა ბაზრის ტერიტორიაზე, არამედ ბაზრობაზე, მაღაზიის გვერდით მდებარეობს, არის რძის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ერთი-ორი გამყიდველი.
ამ მაღაზიის მშენებლობაზე, რომელიც ამჟამად ცარიელია, 38 000 ლარი დაიხარჯა.
„არ ვიცი, რატომ არის ცარიელი, ეს საკითხი მე არ მეხება. ბაზარში ყიდიან რძის პროდუქტებს, მაგრამ გამყიდველი ცოტაა, ერთი ადამიანი და, რა თქმა უნდა, მაღაზიაში მარტო დგომა არ უნდა“,- ამბობს არარატ საარიანი.
სოფელ კუმურდოს მკვიდრი, რომელსაც ბაზარში შევხვდით, ასევე აღნიშნავს, რომ მაღაზია ერთი გამყიდველით დიდხანს ვერ გაძლებს.
„ერთი ადამიანი, რა თქმა უნდა, არ შევა მაღაზიაში, თუ ბევრნი იქნებიან, თუ ყველას აეკრძალება ქუჩაში გაყიდვა და აიძულებენ მაღაზიაში დგომას, რა თქმა უნდა, ყველა დაიცავს კანონს, ხოლო თუ ვიღაცა მაინც გაყიდის ქუჩაში, მომხმარებლები მაღაზიაში არ შევლენ“, – ამბობს სოფელ კუმურდოს მკვიდრი მარკოს საარიანი.
თუმცა ბაზარშიც და ქუჩაშიც სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობა სისტემატურად არ ხდება, ვაჭრები ყოველდღე არ მოდიან, ხდება ისე, რომ ორი კვირა არაფერი იყიდება, ზამთრის თვეებში კი ადგილობრივი რძე, კვერცხი და ყველი საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი ბაზარზე.
საახალწლო დღესასწაულების შემდეგ რძის პროდუქტების გამყიდველები არც ბაზრის ტერიტორიაზე, არც დათოვლილ ქუჩებში ჯერ არ გამოსულან.
ახალქალაქის მცხოვრები ნინო ინასარიძე რძის, ყველისა და ბოსტნეულის მოტანას ნაცნობებს სთხოვს, თუმცა მიიჩნევს, რომ ახალქალაქში სოფლის მეურნეობის მაღაზიის არსებობა აუცილებელია.
„რა თქმა უნდა, არ იქნებოდა საჭირო ვინმესთვის თხოვნა, ეს ყველაფერი ერთ მაღაზიაში რომ იყიდებოდეს“, – ამბობს ნინო ინასარიძე.
სოფელში ყველას არ ჰყავს ნათესავები და ნაცნობები, რომ რძისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტები იყიდოს.
კარაპეტიანი რძეს ერთი ქალისგან ყიდულობს, რომელსაც რძე კვირაში ორჯერ მოაქვს. ყველს, კვერცხს, კარაქს და სხვას ის ბაზარში ან ქუჩებში მდგომი გამყიდველებისგან ყიდულობს. მისი თქმით, ახალქალაქში სასოფლო-სამეურნეო მაღაზიის არარსებობა მოსახლეობას მშიერს არ ტოვებს, რადგან ალტერნატივა არსებობს, მაგრამ მისი არსებობა ცხოვრებას გაუადვილებს.
„რა თქმა უნდა, ცუდი არ იქნება, რომ ქალაქში იყოს ისეთი მაღაზია, რომელიც ყოველდღე გაიხსნება და ყოველთვის გაყიდვაში იქნება ჩვენი ადგილობრივი პროდუქცია და ბოსტნეული. განსაკუთრებით ზამთარში რძე და რძის პროდუქტები იკლებს, გამყიდველები ფასებს ზრდიან, არაფერი მოაქვთ.“, – ამბობს კარაპეტიანი.
იგივე სიტუაციაა ადგილობრივი ბოსტნეულის შეძენაზეც. ახალქალაქის ბაზარში ადგილობრივი ბოსტნეულის ფასი ხანდახან დიდი ქალაქების ფასსაც კი აღწევს, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტში ამ ბოსტნეულს თესავენ და აქ უფრო იაფი უნდა იყოს.