Time Out-ის 2025 წლის ევროპის საუკეთესო „სითი ბრეიქების“ ჩამონათვალში თბილისიც დასახელდა. საქართველოს დედაქალაქი რეიტინგში მე-7 ადგილზეა წარმოდგენილი.
გამოცემა წერს, რომ თბილისი ისტორიული აბრეშუმის გზის სავაჭრო მარშრუტის შუაგულში მდებარეობს და მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქეია. მათივე ცნობით, ისტორია, კულტურა, არქიტექტურა, შუა საკუნეების ეკლესიები და ღვინო თბილისს დასვენებისთვის სრულყოფილ ადგილად აქცევს.
ამასთან, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ British Airways და EasyJet საქართველოში ოპერირებას გაზაფხულიდან იწყებენ, რაც მას მოგზაურობისთვის მეტად ხელმისაწვდომს ხდის. ცნობისთვის, პირველ ფრენას British Airways და EasyJet მარტის ბოლოს შეასრულებს.
2025 წლის ევროპის საუკეთესო ქალაქები მოკლევადიანი მოგზაურობისთვის ასე გამოიყურება:
ცნობისთვის, „სითი ბრეიქი“ მოკლევადიანი, 1-დან 3 დღემდე ტურისტული მოგზურობაა. ამ ტიპის მოგზაურობა განსაკუთრებით პოპულარულია ტურისტებს შორის, ვინც დაინტერესებულია არიან ქალაქში მოკლევადიანი დასვენებით, ამავდროულად, კულტურის, არქიტექტურის, მუზეუმებისა თუ კულინარიის აღმოჩენით.