სტრესი თანამედროვე ადამიანის განუყოფელი ნაწილია. მისი მიზეზი უამრავი რამ შეიძლება გახდეს: ცხოვრების დატვირთული რიტმი, დაძაბული სამუშაო, ტრავმა, კრიზისული სიტუაცია, კონფლიქტები, უძილობა და ა.შ.
ეს ყველაფერი ჩვენს ნერვულ სისტემაზე აისახება და საბოლოოდ დიდ ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას. ხანდახან სტრესის თავიდან აცილება შეუძლებელია, თუმცა არის ისეთი დამამშვიდებელი პრეპარატები, რომლებიც დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ხელს უწყობს სტრესის შემცირებას, განტვირთვას, ძილის მოწესრიგებას, დაღლილობის მოხსნასა და სხვა.
ვაგოსტაბილი ასეთი დამამშვიდებელი ფიტოპრეპარატია, რომელიც ბუნებრივი შედგენილობის წყალობით, უსაფრთხოა და მისი მიღება რეკომენდებულია როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.
როგორც ვახსენეთ, ვაგოსტაბილი სამკურნალო მცენარეებისა და მინერალების ექსტრაქტებისგან შედგება, ესენია: კუნელი, მელისა, კალციუმი და მაგნიუმი.
პირველი მათგანი ამაგრებს სისხლძარღვებსა და კაპილარებს, აუმჯობესებს გულის მუშაობას და ხელს უწყობს არტერიული წნევის დარეგულირებას. მელისას აქვს ანტისპაზმური, ღებინების საწინააღმდეგო, სედატიური და ჰიპოტენზიური მოქმედება. როგორც ცნობილია, კალციუმი აუცილებელია გულის სტაბილური მუშაობისთვის, ნერვიული იმპულსების გადაცემის პროცესისთვის, ძვლის ქსოვილის ფორმირებისთვისა და სისხლის შედედების პროცესისთვის. ხოლო მაგნიუმს მნიშვნელოვანი როლი აქვს ნერვული იმპულსების გადაცემის პროცესში, რითაც ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებას.
გარდა ამისა, პრეპარატის შემადგენლობაში შედის: ლაქტოზა, პოლივიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, საქაროზა, ჟელატინი, არაბული ფისი, კარნაუბის ცვილი და საღებავი (S ნარინჯისფერ-ყვითელი (E 110).
ვაგოსტაბილი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:
მოზრდილები, შფოთვის, დაძაბულობისა და გაღიზიანების დროს, ინიშნება 2 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში, ჭამამდე.
ძილის დარღვევების დროს, რეკომენდებული დოზაა 2 ტაბლეტი სადილის დროს და 2 ტაბლეტი ძილის წინ.
ბავშვებში, ძილის დარღვევების შემთვევაში, ინიშნება 1 ტაბლეტი სადილის დროს და 1 ტაბლეტი ძილის წინ.
ვაგოსტაბილის მიღება სრულიად უსაფრთხოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის, თუმცა ასეთი შემთხვევებისას ექიმის კონტროლი მაინც საჭიროა.
საჭიროების შემთხვევაში პრეპარატი ბავშვებშიც ინიშნება, თუმცა წამლის დოზირება აუცილებლად ინდივიდუალურად, ექიმის მიერ უნდა განისაზღვროს.
დამამშვიდებელი პრეპარატებისა და ალკოჰოლის ერთდროული მიღება დაუშვებელია, რადგან ისინი აძლიერებენ სედატიურ ეფექტს და შესაძლოა განვითარდეს საკმაოდ სერიოზული გვერდითი მოვლენები:
აღნიშნული ეფექტების განვითარების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა შეატყობინოთ ექიმს.