ინფლაციის გამო მაღალმთიან რეგიონებში ჯავახეთში ბიზნესისა და დასაქმების მხარდასაჭერად საჭიროა საგადასახადო შეღავათების გადახედვა. ეს დასკვნა სამცხე-ჯავახეთის ახალქალაქის არასამთავრობო ორგანიზაციის პლატფორმაზე რეგიონში დასაქმების დონის ამაღლებაზე გნხილვების დროს გაკეთდა.

პლატფორმამ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ჯავახეთში დასაქმების დონის გაზრდის მიზნით ეკონომიკური განვითარების შესაძლო გზები განიხილა. ერთ-ერთი ასეთი გზაა მაღალმთიანი რეგიონების, როგორიცაა ჯავახეთის მცხოვრებლებისთვის საგადასახადო შეღავათების გადახედვა, ასევე საგადასახადო ბარიერების შეცვლა, რაც ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას.

მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად წელიწადში 6000 ლარის ოდენობით საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან. ბიუჯეტის თანამშრომლები 3000 ლარს იღებენ გადასახადიდან 18 წლამდე ასაკის სამი ან მეტი შვილის ყოლის შემთხვევაში, ხოლო ერთი ან ორი ბავშვის მშობლები 3000 ლარზე 50%-იან გადასახადს იხდიან. აღნიშნული ღონისძიებები მაღალმთიანი რეგიონების განვითარებაზეა მიმართული, მაგრამ ინფლაციის გათვალისწინებით მათი მნიშვნელობა საგრძნობლად შემცირდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ახალქალაქის LAG-ის თავმჯდომარე სერგეი ხაჩატრიანი ამბობს, რომ მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებთათვის ეს შეღავათები თითქმის 10 წელია მოქმედებს და ინფლაციასთან ერთად არ გადაიხედება.

„თითქმის 10 წლის წინ, ქვეყანაში არსებული ინფლაციისა და ფასების მატების მიუხედავად, დადგენილი ღირებულებები უცვლელი დარჩა. სახელმწიფომ კერძო სექტორის მომუშავეებისთვის და ბიზნესისთვის 6000 ლარიანი დაუბეგრავი გადასახადი უნდა გაზარდოს, ასევე გაზარდოს ბრუნვის მაქსიმალური ოდენობა, რის შემდეგაც მცირე ბიზნესი ხდება დღგ-ს გადამხდელი. ამ შეღავათების გადახედვაა საჭირო“,- თქვა სერგეი ხაჩატრიანმა.

ფინანსისტი რიფსიმე ოვანოღლიანიც მიიჩნევს, რომ დროა გადაიხედოს მრავალი წლის წინ დაწესებული სტანდარტები, რადგან ეს აფერხებს ბიზნესის განვითარებას.

„თუ პირი ადრე იღებდა 1000 ლარს და დაუბეგრავ 6000-ს 6 თვეში აღწევდა (რის შემდეგაც მთელი ხელფასი იბეგრებოდა), ახლა ხელფასი გახდა 1500 ლარი და 6000 მიიღწევა ოთხ თვეში. არამარტო ხელფასები გაიზარდა, ასევე გაიზარდა ფასები საქონელზე, ინფლაცია მოხდა. მართალია, მაღაზიებში მომუშავეები 300-500 ლარს იღებენ, მაგრამ ის ბიზნესი, რომელიც უკვე ფეხზე დგას, ისინი თანამშრომლებს 1500 ლარს უხდიან. შესაბამისად საჭიროა შეღავათების სტანდარტების გადახედვა, რათა ხალხმა სარგებლობა შეძლოს“,- ამბობს ის.

რიფსიმე ოვანოღლიანი მიიჩნევს, რომ დღგ-ის გადახდაზე გადასვლის ბარიერი ძალიან დაბალია. როდესაც მცირე და საშუალო ბიზნესის ბრუნვა წელიწადში 100 000 ლარამდეა, ისინი თავისუფლდებიან დღგ-სგან, ხოლო თუ ბრუნვა აღემატება ამ ოდენობას, სუბიექტი ხდება დღგ-ის გადამხდელი.

შედეგად, ბევრი ეძებს გამოსავალს სიტუაციიდან, რათა არ გახდეს დღგ-ის გადამხდელი. მცირე და საშუალო ბიზნესის მენეჯერები ცდილობენ შეინარჩუნონ სტანდარტი და საბოლოოდ უხდიან თავიანთ თანამშრომლებს დაბალ ხელფასს, ან კონვერტით უხდიან.

ფინანსისტი თვლის, რომ ბიზნესის განსავითარებლად აუცილებელია მისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომ იძულებული არ გახდეს ეძებოს გამოსავალი.

ეს მასალა შექმნილია ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია ააიპ “ღია საზღვრები” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

მასალა შექმნილია პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში, განმახორციელებელი HEKS\EPER Georgia-ს მიერ რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციებთან, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი (CIF) – ქვემო ქართლი, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრი (SCCSF) – სამცხე-ჯავახეთი, თანამშრომლობით.