თბილისში პროტესტი გრძელდება, ბოლო დღეებში შედარებით ნაკლები სიმძაფრე შეიმჩნევა, ვიდრე პროტესტის პირველ დღეებში იყო, ამის გამო იქმნება შთაბეჭდილება, რომ პროტესტი დროდადრო იკლებს. რა ხდება საქართველოში და სად არის მიმართული საპროტესტო ტალღა.
საქართველოში მასობრივი პროტესტი გრძელდება, რომელიც პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის 2028 წლის ბოლომდე ევროპული კავშირის ქვეყნებში შესვლის მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ გნაცხადებების შემდეგ დაიწყო. პროტესტი კობახიძის განცხადების დღეს დაიწყო — 2024 წლის 28 ნოემბერს და უკვე 21 დღეა გრძელდება. დემონსტრატები სახელმწიფოს გადაწყვეტილებისადმი უკმაყოფილებას გამოხატავენ, ევროინტეგრაციის კურსის განახლებას, ასევე ახალ არჩევნებს ითხოვენ. საპროტესტო აქციები ტარდება თბილისში და სხვა ქალაქებში, როგორიცაა ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, გორი და სხვ.
„ძალიან ბევრი ხალხია. ყოველ დღე ტარდება მარშები, დღისით იწყება, დიდი რაოდენობით ხალხი გვიან ღამემდე იქ იმყოფება. მაგრამ სხვა საკითხია თუ სად იქნება ეს მიმართული, რადგან ამ ენერგიას ჯერჯერობით არავითარი მიმართულება არ აქვს. პოლიტიკური პარტიები საერთოდ არანაირ როლს არ თამაშობენ და დანარჩენები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს პარტიებმა იქ სულ რაღაც 500 ადამიანის მობილიზება მოახდინეს“, – ამბობს რონდელის ფონდის პოლიტოლოგი გიორგი ბადრიძე.
თბილისში მთავარი ღონისძიებები კონცენტრირებულია შოთა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან. საპროტესტო აქციებს უერთდება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი, მათ შორის საუნივერსიტეტო საზოგადოება, დასავლეთის ქვეყნებში განათლებამიღებული მოქალაქეები, მომსახურების სერვისიდან და სხვა. დაფიქსირდა აქციის მონაწილეების დაკავება და პოლიციის მიერ ძალის გამოყენება. თუმცა ბოლო დღეებში ასეთი შემთხვევები ნაკლები იყო. საქართველოს ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა დააფიქსირა დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ზოგიერთ მათგანში სხეულის დაზიანებების არსებობის შემთხვევები.
მიუხედავად იმისა, რომ კობახიძემ თქვა, რომ „საქართველოში მეიდანის აღკვეთით ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმარჯვეთ“, საპროტესტო აქციები გრძელდება და სიტუაცია კვლავ დაძაბულია. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგანაც იგივეს ითხოვენ – გადახედონ ევროინტეგრაციის შეჩერების გადაწყვეტილებას და განაახლონ ევროკავშირთან მოლაპარაკებები, ხოლო ხანდახან ახალი არჩევნებიც. საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
თუმცა, საპროტესტო ტალღის სპონტანურობისა და სტიქიურობის გამო, ექსპერტის აზრით, შესაძლოა ის შედეგი არ იყოს, რასაც დემონსტრანტები ელოდნენ.
„როგორც წესი, ეს პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკური ლოიდერების საქმეა. ისინი ნეიტრალურ როლს ასრულებენ ამ ეტაპზე. ვერ ვიტყვი რატომ. მაგრამ თუკი პოლიტიკური პარტიები აქტიურად არ შეეცდებიან წარმართონ ეს პროცესები, მაშინ იქნება საზოგადოებრივი ორგანიზატორები, ან სხვები… ჯერჯერობით ყველაფერი სტიქიურად მიმდინარეობს. ერთი მხრივ, ორგანიზატორი ვერ უნახავთ, რადგან ორგანიზატორები არ არიან. მაგრამ მეორე მხრივ, ეფექტი ნაკლებია, როცა ორგანიზებულობა არ არის. არსებობს პროტესტის ჩაშლის რისკი“,- ამბობს გიორგი ბადრიძე.