როგორ შეიძლება გაიზარდოს ჯავახეთში ეკონომიკური დონე და დასაქმების დონე — ეს ახალქალაქის არასამთავრობო ორგანიზაციების სამცხე-ჯავახეთის პლატფორმის ერთ-ერთი განხილვის თემაა. რეკომენდაციები ახალგაზრდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან განიხილეს და ის ახლა შემუშავების ფინალურ სტადიაზეა.

არასამთავრობო ორგანიზაციის სამცხე-ჯავახეთის პლატფორმამ ახალქალაქში, „სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია HEKS EPER საქართველო ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, სხვადასხვა ორგანიზაციის, სამთავრობო უწყებისა და ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან სხვადასხვა ფორმატის 6 შეხვედრა გამართა, რათა განეხილათ რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის შესაძლო ნაბიჯები.

ეკონომიკური განვითარებისთვის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის სამინისტროს, ასევე რეგიონის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართული კომპანიებისთვის შემუშავებულია რეკომენდაციები.

შეხვედრებზე პლატფორმა მივიდა დასკვნამდე და შეიმუშავა რეკომენდაცია:

  • საჭიროა სხვადასხვა პროფესიონალთა სპეციალიზება, ადგილზე საჭიროა სერტიფიცირების ხელმისაწვდომობა და სერტიფიცირების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ჯავახეთში ბევრი კარგი სპეციალისტია, რომლებიც არ არიან სერტიფიცირებული და ზოგიერთი კომპანია მათ ვერ ასაქმებს.

„კომპანიებმა თანამშრომლები სერთიფიკატების გარეშე რომ დაიქირაონ, ბევრ წესს დაარღვევენ. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ეს დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის დირექტორი მახარე მაცუკატოვი.

ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონი სასოფლო-სამეურნეო და კარტოფილის უმსხვილესი მწარმოებელია, შემუშავდა კიდევ ერთი რეკომენდაცია:

  • კარტოფილის სხვადასხვა პროდუქტზე (ტექნიკური სპირტი, სახამებელი) მიწოდებისა და მოთხოვნის გამოკვლევა და ადამიანების ინტენსიური ინფორმირება, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას. მაღალი მოთხოვნის წარმოების შექმნის ხელშეწყობა.

ასევე სოფლის მეურნეობის და კონკრეტულად მეკარტოფილეობის სფეროში, არანაკლებ მნიშვნელოვნად დასახელდა მიწის მელიორაციის პრობლემა, ასევე შემუშავდა შემდეგი რეკომენდაცია:

  • მიმოხილვა მენეჯმენტის ფორმებს მიწის მელიორაციის სფეროში

მსხვილმა ფერმერებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ მელიორაცია კერძო უნდა იყოს, რათა მომსახურე კომპანიის მხრიდან საუკეთესო სერვისის გაწევით მეტი დაინტერესება გამოიწვიოს.

კარტოფილის მოყვანის სფეროში ასევე მნიშვნელოვანია:

  • საწყობების გახსნა

პლატფორმაში ასევე მივიდნენ შემდეგ დასკვნამდე:

  • პროფესიული სპეციალობების პრესტიჟის ამაღლება (აგრონომი, ვეტერინარი)

ჯავახეთში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შემთხვევაში პლატფორმაში მნიშვნელოვნად მიიჩნიეს:

  • ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებამდე ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასაქმების პოტენციური ადგილების იდენტიფიცირება როგორც მშენებლობის ეტაპზე, ასევე ექსპლუატაციის დროს და ამის შესახებ მოსახლეობას ინფორმირება. ასევე განმახორციელებელი კომპანიების დავალდებულება დაასაქმონ ადგილობრივი მოსახლეობა.

„დიდი პროექტების დაწყებამდე იმ სპეციალობების ჩამონათვალი მისცენ, რომლებიც დასჭირდებათ, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, მოემზადონ და ისწავლონ ეს პროფესიები“, – ამბობს მახარე მაცუკატოვი.

  • დეცენტრალიზაცია და დივერსიფიკაცია, დამოუკიდებლობა ცენტრისგან

ეს ხელს შეუწყობს მთლიანად რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.

  • ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის განვითარების მკაფიო ხედვა და ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობების გაფართოება, გამოიყენონ ეს გზა მათი ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

„ახალქალაქის რკინიგზის სადგურზე ამ ეტაპზე გაურკვეველია იქნება თუ არა ტერმინალები, იქნება თუ არა საქონლის ამოტვირთვა/ჩამოტვირთვა, და, საერთოდ, რა ხდება რკინიგზის ახალქალაქის მონაკვეთზე, რომ ადგილობრივებმა იცოდნენ, რა უნდა გააკეთონ. 15 წელი გავიდა და ჯერ კიდევ არაფერი, ჯერ კიდევ გაუგებარია“, – ამბობს მახარე მაცუკატოვი.

ასევე, შეხვედრის სხვადასხვა მონაწილეს განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა პოტენციურ დამსაქმებლებსა და თანამშრომლებს შორის კომუნიკაციის იდეაზე.

  • ინტერაქტიული პლატფორმის შექმნა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას პროექტების, ვაკანსიების, კომპანიებისა და პოტენციური თანამშრომლების შესახებ.

ასევე, რეგიონის საერთო განვითარებისთვის, როგორც დასაქმების, ასევე შრომის უსაფრთხოების კუთხით, შემუშავდა შემდეგი რეკომენდაცია:

  • ჯავახეთში შრომის უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა და შრომის უსაფრთხოების თანამშრომლის ყოლის ვალდებულების დაცვა.

„მცირე კომპანიებს, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი აღნიშნული შტატით, შეუძლიათ წელიწადში ორჯერ დაიქირავონ ვიღაც, რათა მათ და მათ თანამშრომლებს ჩაუტარონ შრომის უსაფრთხოების ტრენინგი და შეავსონ შესაბამისი ჟურნალი. მაგრამ მსხვილ კომპანიებს აუცილებლად უნდა ჰყავდეთ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები, ბევრი ფიქრობს, რომ ეს დამატებითი ხარჯია. ზუსტად ვიცი, რომ ახალქალაქში სამი ასეთი სპეციალისტი გვყავს, რომლებსაც შეუძლიათ დახმარება. საქართველოში ასეთ მომუშავეებს მხოლოდ სამშენებლო კომპანიები ქირაობენ“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია LAG ახალქალაქის თავმჯდომარე სერგეი ხაჩატრიანი.

ზემოაღნიშნული რეკომენდაციები, ისევე როგორც მრავალი სხვა, საბოლოო შემუშავების შემდეგ გადაეგზავნება შესაბამის ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს.

ეს მასალა შექმნილია ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია ააიპ “ღია საზღვრები” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

მასალა შექმნილია პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში, განმახორციელებელი HEKS\EPER Georgia-ს მიერ რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციებთან, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი (CIF) – ქვემო ქართლი, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრი (SCCSF) – სამცხე-ჯავახეთი, თანამშრომლობით.