არაგვას სათხილამურო ცენტრი სათხილამურო სპორტის მოყვარულებისა და სტუმრებისთის 30 ნომებრიდან ღიაა. მსურველებს აქ არა მხოლოდ თხილამურებით სრიალი, არამედ სრიალის სწავლაც შეუძლიათ.
დღესდღეობით არაგვას სათხილამურო ცენტრის ძირითადი მომხმარებლები სოფლის სკოლის მოსწავლეები არიან. ასევე ისინი, ვინც იცის, რომ არაგვაში ზამთრის დასვენების ასეთი ცენტრი არსებობს.
„ყველას დიდი სიყვარულით ველოდებით. ხაზს გავუსვამ, რომ ყველაფერი უფასოა, სწავლებიდან ეპიკირებამდე. ყველა დანახარჯს მუნიციპალიტეტი ფარავს“,- ამბობს არაგვას სათხილამურო ცენტრის პასუხისმგებელი სპირიდონ უნანიანი.
ცენტრი ყოველ დღე ღიაა. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით12:00-დან 16;00 საათამდე, შაბათ-კვირას 11:00-დან 16:30 საათამდე, ან, როგორც სპირიდონი ამბობს, სანამ ბავშვები არ დაიღლებიან.
ტრენერები, სპირიდონ უნანიანი და მერუჟ კურდოღლიანი, თხილამურებზე სრიალს ერთად ასწავლიან. ცენტრში მისვლა 6 წლიდან ბავშვებს შეუძლიათ, ტრენერები 10 დღეში ასწავლიან და ბავშვი სრიალის ყველა ნიუანსის ათვისებას შეძლებს, რის შემდეგაც თავისუფლად სრიალს შეძლებს.
ცენტრი აღჭურვილია შესაბამისი ტანსაცმლით და სპორტული ინვენტარით.
„გასულ წელს მივმართეთ და 4 წყვილი თხილამური და ტანსაცმელი შევიძინეთ, ადგილობრივი ხელისუფლების მადლობელი ვართ“,- ამატებს სათხილამურო ცენტრის ხელმძღვანელი.
მისი თქმით, ტანსაცმელი ძირითადად რჩება იმ ბავშვებთან, ვინც ყოველდღე დადის ცენტრში.
„როცა ბგევრი მომხმარებელი გვყავს, მაშინ ჩნდება ტანსაცმლისა და თხილამურების პრობლემა. ჩვენი ბავშვები თავიანთ ტანსაცმელსა და თხილამურებს საზღვარგარეთიდან ჩამოსულ სტუმრებს აძლევენ“,- ამბობს ის.
სპირიდონ უნანიანი ახალქალაქის ახალგაზრდობას მოუწოდებს ტელეფონი გვერდზე გადადონ, ბუნებაში გავიდნენ, სპორტით დაკავდნენ და ამავდროულად დაისვენონ.
აღვნიშნავთ, რომ არაგვას სათხილამურო ცენტრი უკვე 14 წელია მოქმედებს.
გევორგ ჯანოიან