აროიანების ახალგაზრდა დაქორწინებულმა წყვილმა მცირე ბიზნესის განვითარების პროგრამა Mercy Corps-ის მხარდაჭერით ნინოწმინდაში მხიარული ბიზნესი “ჯონ კლოუნი” შექმნა.

2016 წელს, როდესაც მარტინი პოლონეთს ეწვია, იქ მუშაობდა ანიმატორად, ართობდა ბავშვებს. და უკვე 2023 წელს, მეუღლესთან ერთად, გადაწყვიტა სერიოზულად დაკავებულიყო ამ საქმით.

“Clown John” (კლოუნ ჯონი) ასე ჰქვია მარტინ აროიანისა და მისი გუნდის მიერ შემოთავაზებულ გასართობ შოუს. მარტინ აროიანი 29 წლის მსახიობია, თბილისის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრის კურსდამთავრებული. მეუღლე ყოველთვის გვერდში უდგაა და ყველაფერში ეხმარება, ხან გრიმიორია, ხან შოუს ერთ-ერთი გმირი…

ოჯახმა მცირე ბიზნესი საკუთარი აღჭურვილობისა და ღონისძიებების ფოტოების გარეშე დაიწყო, ამის მაგივრად სურათებს ინტერნეტიდან იყენებდა. თუმცა, მათმა ოცნებამ მალევე მიიღო სტიმული Mercy Corps-ის საგრანტო პროგრამის წყალობით.

მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაზე განაცხადით მათ არა მხოლოდ გრანტი მოიპოვეს, რომელმაც საჭირო ხარჯების 80% დაფარა, არამედ მარკეტინგის, მენეჯმენტისა და ღონისძიებების ორგანიზების ტრენინგი გაიარა. ამ მხარდაჭერამ შესაძლებელი გახადა ანიმაციური კოსტიუმების, საპნის ბუშტების შოუსთვის რეკვიზიტების, სათამაშო ხელსაწყოების და სხვა საჭირო მასალების შეძენა.

„ეს გრანტები ჩემნაირ ადამიანებს ეხმარება არა მხოლოდ საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში, არამედ ადგილზე დარჩენაში, საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის გარეშე“, – ყვება მარტინი.

გრანტის მიღების შემდეგ პირველი ნაბიჯი იყო საქველმოქმედო აქცია სოფელ სათხაში. მარტინმა და მისმა გუნდმა ბავშვები უფასოდ გაამხიარულეს და მარტინის მამის მიერ უცხოეთიდან ჩამოტანილი დათვის ჩვენება მოაწყვეს. აქციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მას შემდეგ ბიზნესმა ზრდა დაიწყო.

„ზოგიერთს ეცინება, რომ ჯამბაზის როლს ვთამაშობ, მაგრამ ამაში სასაცილოს ვერაფერს ვხედავ. სასაცილო და სამწუხარო ის არის, როცა ადამიანს არ აქვს სამსახური ან ცუდ რაღაცებს აკეთებს. ხოლი ჩვენ ღიმილს და სიხარულს ვჩუქნით, და ეს ბევრი ღირს,“ – ამბობს მარტინი.

შოუში კოსტიუმებსა ატარებენ და როლებს ასრულებენ არა მარტო მარტინი და მისი მეუღლე, არამედ მათი მეგობრებიც, რომლებიც სხვადასხვა პერსონაჟები არიან: ზღაპრის გმირებიდან ცხოველებამდე. ჯამბაზად მუშაობის გარდა, მარტინი ასევე სადღესასწაულო ღონისძიებებზე წამყვანად მუშაობს.

საოჯახო ბიზნესი თავის გუნდს სტაბილურ შემოსავალს აძლევს და მათ გარშემო სამყაროს უფრო ნათელსა და მხიარულს ხდის.

მარტინ აროიანი ამაყად იზიარებს თავის წარმატებებს და იმედოვნებს, რომ მისი მაგალითი შთააგონებს ახალგაზრდებს ახალი მცდელობებისკენ.

“ჯამბაზი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კოსტუმი. ეს არის ღიმილი, რომელსაც ვჩუქნით ბავშვებს და მათ ოჯახებს.”

ბორის ღარსლაინი
ანაჰიტ ზალალიანი