უცხოური აგენტების რეესტრში 2024 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით 382 ორგანიზაციაა რეგისტრირებული, მათ შორის 4 ახალქალაქიდან. თუმცა, რეესტრში ჯერ არ არის შესული ყველა ის ორგანიზაცია, რომელმაც რეგისტრაციაზე ნებაყოფლობით, ანუ 1 სექტემბრამდე მიმართა.

2024 წლის აპრილის თვიდან სამოქალაქო საზოგადოება ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ მიღების წინააღმდეგ იბრძვის. იმედი არჩევნების შედეგებზე, პოლიტიკურ პლურალიზმზე ჰქონდათ, თუმცა არჩევნების შედეგმა საზოგადოების ამ ნაწილის იმედგაცრუება გამოიწვია. მეორე იმედი კონსტიტუციურ სასამართლოსა და მიუკერძოებულ სასამართლო სისტემაზე იყო. თუმცა ბევრ ორგანიზაციას სამართლიანობისა და მიუკერძოების იმედი არ ჰქონდათ, ამიტომ გადაწყვიტეს უცხოური აგენტების რეესტრში, ან, როგორც ოფიციალურად ჰქვია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ოგანიზაციების რეესტრში“, დარეგისტრირება.

უცხოური აგენტების რეესტრში უკვე 382 ორგანიზაციაა რეგისტრირებული, შეგახსენებთ, რომ საქართველოში 33 ათასზე მეტი არაკომერციული ორგანიზაცია არსებობს.დარეგისტრირებულ ორგანიზაციებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც აგრარული, რელიგიური, საგანმანათლებლო, გენდერული, ჯანდაცვის ან ბიზნესის საკითხებით არიან დაკავებულნი, ასევე ახალგაზრდული ორგანიზაციები და ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ოჯახში ძალადობის, ნარკომანიის, შშმ პირების, უფლებადამცველების და სხვა საკითხებზე.

სამცხე-ჯავახეთიდან რეესტრში 17 ორგანიზაციაა დარეგისტრირებული, რომელთაგან 4 ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან. ახალქალაქში დაახლოებით 13 აქტიური არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს, მათგან უცხოური აგენტების რეესტრში დარეგისტრირებულია „LAG- ადგილობრივი განვიტარების ჯგუფი“, „ახალქალაქის ახალგაზრდების განვითარების ცენტრი“, „ქალები მომავლისთვის“, „საქართველოს სომხების მხარდაჭერის კავშირი“.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საპროტესტო აქციების, მედიის მასალების ფონზე აპრილ-ივნისში იქნა მიღებული, რომლებიც აღნიშნულ კანონსა და მტკიცებულებებს განსჯიდნენ, რომ ის საქართველოს დემოკრატიულ განვიტარებას აშორებს. კანონი რეესტრში რეგისტრაციას სთავაზობს უცხოური ძალის გამტარებელ ორგანიზაციებს, რომლებიც საკუთარი არაკომერციული სახსრების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან ღებულობენ. რეგისტრაციის შემდეგ შემოსული სახსრებისა და დანახარჯების შესახებ პერიოდულ ფინანსურ ანგარიშს ითხოვს. ორგანიზაციები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდება, მაგრამ 2024 წლის 1 სექტემბრამდე რეესტრში განაცხადი არ შეიტანეს, იძულებით იქნებიან დარეგისტრირებული, ამასთანავე 25 000 ლარით დაჯარიმდებიან.

აღნიშნული კანონის ინიცირებამ სამოქალაქო საზოგადოებაში ძლიერი რეაქცია გამოიწვია, რომელიც მისი მიღების საწინააღმდეგოდ გამოვიდა საპროტესტოდ. თუმცა კანონი მიღებულ იქნა და აქტიურად გადადის მოქმედების ფაზაში.