Jnews-ის შეკითხვებს საქართველოს დედაქალაქში მომხდარ სიტუაციაზე პოლიტოლოგი გელა ვასაძე პასუხობს.

რა პროცესები მიმდინარეობს, ქვეყნისათვის რა შედეგი ექნება პროტესტს?

– პროტესტი ევროინტეგრაციაზე ფაქტიური უარის თქმის და საქართველოს რუსეთის მსოფლიოს ნაწილის გახდომის მოწვევის აქტიური საზოგადოების ნაწილის ან საზოგადოების აქტიური ნაწილის პოზიციის განსახიერებაა. პროტესტის უბრალოდ შედეგია. ის, რომ რუსეთის მსოფლიოს ნაწილი გავხდებით. ზუსტად ამას ეწინააღმდეგება საზოგადოება. რაც შეეხება უცხოური გავლენის შესახებ კანონს, სხვა კანონებს, არჩევნებზე საერთაშორისო გავლენას, კობახიძის განცხადებას — ეს ერთი ჯაჭვის ნაწილია, ეს კომპლექსურად უნდა იყოს განხილული.

პრეზიდენტი ხელისუფლებას არალეგიტიმურად აცხადებს, რას ნიშნავს ეს?

– ის (პრეზიდენტი) გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლების ერთადერთი ინსტიტუტია. ის ამბობს, რომ ძველი პარლამენტის დაბრუნება და ახალი არჩევნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო.

“ქართულ ოცნებას” შეუძლია ამ საკითხში დათმობა?

-იურიდიულად შესაძლებელია, პრაქტიკაზე დაყრდნობით, ვფიქრობ, რომ ისინი ამაზე წამსვლელები არ არიან. რადგან ისინი ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს და არ უნდათ დატოვება. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ.

როგორია ამ სიტუციის მოგვარების გზა?

– არის სამი ვარიანტი. პირველი ვარიანტი, რომელზეც პრეზინდენტი საუბრობდა, (ძველი პარლამენტის დაბრუნება, ახალი არჩევნების დანიშვნა), რომელიც ნაკლებად არის შესაძლებელი. მეორე ვარიანტი, ეგრეთ წოდებული კონტრრევოლუციური, როცა ყველაფერს გამორიცხავენ, სამოქალაქო თავისუფლებას შეზღუდავენ და უბრალოდ ავტორიტარული რეჟიმი იქნება. და მესამე ვარიანტი, როცა პრეზიდენტი ჩამოაყალიბებს პოლიტიკურ ცენტრს, რომლის დაქვემდებარებაშიც იქნება მთელი სახელმწიფო აპარატი, ხოლო შესაბამისად ისინი არაფრის გარეშე დარჩებიან. დროებითი ხელისუფლება იქნება და ჩატარდება არჩევნები.

ის, რაც ზოგიერთმა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელმა საკუთარ პოზიციაში ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, ცვლის თუ არა რამეს?

– პრინციპულად ცვლის, ზუსტად ეს ქმნის მესამე ვარიანტის პირობებს.

მნიშვნელოვანია, რომ ძალოვანმა სტრუქტურებმაც (პოლიცია და ჯარი) დაუჭირონ მხარი პროტესტის მონაწილეებს?

– არა, საკმარისია მთელი სახელმწიფო აპარატი გადავიდეს, მაგრამ რაც შეეხება პოლიციას და ჯარს, ისინი გადავლენ, გარდა იმათი, ვინც ახლა მოედანზე დგას. მაგრამ, სხვათა შორის, არის ვერსია, მე გამოვხატავ პროტესტის მონაწილეთა ვერსიას, რომ ეს სულაც არ არის პოლიცია, რომ ეს არის ის ტიტუშკები (უკრაინული კოლექტიური ტერმინი, ძალოვანი პროვოკაციების ორგანიზების წამქეზებლები და დაქირავებულები, ხელისუფლების მიერ გამოყენებული ფიზიკური ძალის გამოყენებით სხვა ქმედებები), რომლებიც პოლიციაში ბოლო დროს მიიღეს.

ხოლო რაც შეეხება ახალგაზრდების მოძრაობას, რომელიც ქუჩაში გამოდის, ვინმეს მიერ კონტროლდება თუ ეს სპონტანური საპროტესტო მოძრაობაა?

– მიზანი — საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა, ხოლო კონტროლი და მიმართულება არ არის, რადგან ისინი თვით აკონტროლებენ და უკეთებენ მიმართულებას.

გაჟღერებულია თუ არა პროტესტის მონაწილეების მხრიდან რაიმე მოთხოვნა, მაგალითად, ის, რომ „ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს?

-ისინი ყვირიან, რომ ისინი (ქართული ოცნება) უნდა წავიდნენ. ისინი ყვირიან, უბრალოდ სხვა საკითხია, რომ ეს პოლიტიკოსების მხრიდან არ ჟღერდება, რადგან ახალგაზრდესბს პოლიტიკოსების არ სჯერა.

აშშ-ს მხრიდან თანამშრომლობის შეწყვეტის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვას და სხვების მხრიდან სანქციების შესახებ განცხადებები მოქმედებს სიტუაციაზე?

– ეს პრინციპულად ახდენს გავლენას, ეს განცხადებები რომ არ იყოს, წინააღმდეგობას აზრი არ ექნებოდა. ის ვარიანტი, რომ „ქართული ოცნება“ ყველას დაცაგრავს, უფრო მეტად იქნებოდა შესაძლებელი.

პროტესტის დროს ძალიან ბევრია მედიის, ახალგაზრდა ადამიანების მიმართ ძალადობა, რატომ იყნებეს პოლიციას ძალადობას?

– მთავრობამ ახალგაზრდობისა და მედიის შეშინება გადაწყვიტა. თუ ახლოში მედია არ არის, ძალიან მაგრად ცემენ. ყველას შეშინება გადაწყვიტეს, რომ არ გამოვიდნენ. ხოლო ეს როგორმე მოქმედებს ან პირიქით აძლიერებს თუ არა წინააღმდეგობას? აძლიერებს, რა თქმა უნდა, ახალგაზრდობა ამის გამო ძალიან არის გაბოროტებული.

ხოლო უფროსი თაობა, როგორი დამოკიდებულება აქვთ პროტესტის მიმართ?

– ისინიც გამოდიან, მაგრამ მათ საკუთარი პროტესტი აქვთ, ისინი გამოდიან, მაგრამ ხომ არ ისვრიან და წყლის ჭავლის ქვეშ დგებიან. ის, რასაც 17- 18 წლის ბიჭები აკეთებენ, 40 ან 50 წლის კაცი არ გააკეთებს?