Jnews-ი საქართველოს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს პარლამენტის ლეგიტიმურობის შეფასებასთან მისი აპარატის თანამშრომლების უთანხმოებაზე, ასევე საარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენასა და არმენოფობიაზე ესაუბრა.
ლევან იოსელიანი 25 ნოემბერს პარლამენტის პირველ სხდომას დაესწრო, რომელსაც მხოლოდ მმართველი პარტიის დეპუტატები ესწრებოდნენ. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 40-მდე თანამშრომელმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება ლევან იოსელიანის განცხადებას, რომ ის ახლადარჩეულ პარლამენტს „სრულად ლეგიტიმურად“ ცნობს. ლევან იოსელიანმა Jnews-თან ამ სიტუაციას შემდეგი კომენტარი გაუკეთა.
„საქმე იმაშია, რომ ეს არ არღვევს კონსტიტუციის არცერთ კანონს, ამიტომ ვთქვი, რომ ეს არის ლეგიტიმური. პირველ რიგში, მინდა შეგახსენოთ, რომ აზრის თავისუფლება სახალხო დამცველის აპარატში არ არის შეზღუდული. ეს ფაქტი ადასტურებს ამას. მეორეც, ამ ადამიანებს აქვთ განსხვავებული მოსაზრებები, არა სხდომასთან დაკავშირებული, არამედ ხელისუფლების ლეგიტიმურობასთან, რაც კონსტიტუხიონალისტების დავის საგანს წარმოადგენს. მათ ამ საკითხზე ჩემგან განსხვავებული მოსაზრება აქვთ. შესაბამისად გასვლის შესახებ არცერთ თანამშრომელს არ გაუკეთებია განცხადება. ამ საკითხმა არცერთი თანამშრომლის მუშაობაზე გავლენა არ მოახდინა. შესაბამისად, ის რომ აპარატში სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს, სამართლიამობის საკითხში სხვადასხვა შეხედულებები არსებობს – ეს ზოგადად ნორმალურია. უბრალოდ ამ გზით გასაჯაროების გადაწყვეტილება მიიღეს.მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საკითხში სხვადასხვა შეხედულებები გვქონდა. ისინი თავიანთ აზრზე დარჩნენ, მე ჩემს”, – ამბობს ლევან იოსელიანი.
ომბუდსმენმა ასევე საარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენისა და არმენოფობიური განცხადებების გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხა.
„დიახ, იყო ერთი ასეთი შემთხვევა, როდესაც იყო ასეთი კამპანია, რომელიც ეხებოდა ხაზარაძეს და მის წარმომავლობას და ჩვენ ამის შესახებ განცხადება გავაკეთეთ. მე დავწერე განცხადება, რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელია კანონების, კონსტიტუციის და ასევე მორალური თვისებების მიხედვით. ეს იყო ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ამ პრობლემას წავაწყდით. ძირითადად, როცა ასეთი სიტუაცია იქმნება ან მედიაში ასეთი ფრაზა ჩნდება, ჩვენ აუცილებლად ვაკეთებთ ასეთ საჯარო განცხადებას. რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილს „სომხური კარუსელის“ შესახებ, არა, ეს არ ითვლება, ჩემი აზრით. ძნელი სათქმელია, რადგან ეს ბუნებრივია იმაზე მეტყველებს, რომ ეს კარუსელი სომხეთშია გამოგონილი და სხვა არაფერი. რადგან ასევე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ბერძნული კარუსელი ან ამერიკული“, – ამბობს ის.