ასაკობრივი პენსია მომავალ წელს დაგეგმილზე მეტად გაიზრდება. ამის შესახებ საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული.

1 იანვრიდან, 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 350 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პენსიონერებს, პროგრამის თანახმად, 1-ლი იანვრიდან, 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში 540 ლარს გაუტოლდება, ხოლო 70 წლამდე პირთა პენსია მიაღწევს 420 ლარს.

უფრო მეტი ინფორმაცია ამის შესახებ იხილეთ აქ.