ბიტკოინის ფასმა მორიგ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტის ფასი 97 ათას დოლარს გადასცდა, რაც მისი არსებობის ისტორიაში მაქსიმუმს შეადგენს.
ამ დროისთვის, (თბილისის დროით 11:50 საათზე) ის 97 113 დოლარი ღირს. Coinmarketcap-ის მონაცემებით, ბიტკოინის ამჟამინდელმა საბაზრო კაპიტალმა 1.93 ტრლნ დოლარი შეადგინა.
„ერთი წლის წინ ბიტკოინი 30 000 დოლარი ღირდა, დღეს კი მისი ფასი 97 000 დოლარამდე გაიზარდა, რაც 300%-ზე მეტი ზრდაა. ეს გამოწვეულია შეერთებული შტატების პრეზიდენტად დონალდ ტრამპის ხელახლა არჩევის შემდეგ მზარდი ოპტიმიზმით“, – განაცხადა Mudrex-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ედულ პატელმა.