ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის მოსავლის აღება დაგვიანდა, მაგრამ უკვე დასასრულს უახლოვდება. კარტოფილის მოსავლის პროცესის, მოსავლიანობის, შენახვისა და რეალიზაციის შესახებ Jnews-ს აგრონომი ეღიშე აღაჯანიანი ესაუბრა.
წელს უამინდობის გამო სოფლის მოსახლეობამ მოსავლის აღების დროულად დაწყება ვერ მოახერხა.
მას შემდეგ, რაც წვიმები შეწყდა, როგორც კი ნიადაგი გაშრა, სოფლის მოსახლეობამ სამუშაოები დაიწყო, მაგრამ სანამ ნათესები მიწიდან ამოყარეს, ისევ წვიმიანი ამინდი დადგა, რასაც ყინვები მოჰყვა. ზოგის მოსავალი გაიყინა.
„მთავარი შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ ვერ ვხვდებით მოსავლის რეალიზებას შევძლებთ თუ ვერა, ვთესავთ და ვთესავთ. მიწიდან მოსავლის ამოღება ვერ მოვახერხეთ, ამინდის პირობები არ იყო ხელსაყრელი, არ გვქონდა საკმარისი სამუშაო ძალა, ხოლო კარტოფილის ყანები ძალიან ბევრი იყო“.
აგრონომის თქმით, ბევრმა ვერ მოახერხა მოსავლის დროულად აღება, რის შედეგადაც კარტოფილი გაიყინა.
„კარტოფილი მინიმუმ 2 სმ-ზე გაიყინა, ახლა თუ გაყინულ კარტოფილს შეჭამთ, ტკბილი გემო ექნება. სათესლე კარტოფილიც პრობლემად იქცა. ეს ძალიან საშიშია, ადამიანმა შეიძლება, ამის გაცნობიერების გარეშე დათესოს „მოყინული“ კარტოფილი და მოსავლის აღებისას დაიწყოს „ცრემლის ღვრას“, რადგან „მოყინული“ კარტოფილი მოსავალს ცალსახად არ იძლევა“.
კარტოფილის ფასზე საუბრისას, ეღიშე ამბობს, რომ დღეს ფერმერმა მოსავალი 60 ან 70 თეთრად რომ გაყიდის, მოგებას მაინც ვერ მიიღებს.
„თავდაპირველად 60 თეთრი იყო, ახლა კი 70 თეთრამდე იყიდება. ჩვენთან გადამყიდველი ფერმერზე ბევრად მეტ მოგებას იღებს, 10-12 თეთრს იღებს, ხოლო ფერმერებმა 45-50 თეთრად რომ გაყიდიან, ორ-სამ კაპიკ მოგებასაც არ იღებენ. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ხალხი არ აკეთებს გამოთვლებს. თუ ღირებულება 37-38 თეთრს შორის მერყეობს, მაშინ რა აზრი აქვს, ადამიანურ შრომაზე არც კი ვსაუბრობ“.
აგრონომის თქმით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მომავალ წელს ბევრი დათესავს კარტოფილს.
„კარტოფილი როცა რჩება, ყველას ჰგონია, რომ მომავალ წელს ბევრი არ დათესავს კარტოფილს. ჩვენ ისევ იგივე პრობლემას ვავაწყდებით“.
ფერმერები აღნიშნავენ, რომ წელს უპრეცედენტო იყო არა მხოლოდ კარტოფილის მოსავალი, არამედ სამუშაო ძალაც. მოსავლის აღების, დატვირთვისა და სამუშაოს შესრულებისთვის მუშები დღიურად 100-დან 120 ლარამდე ითხოვდნენ.
დღეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც კარტოფილის ამოყრა ვერ მოასწრო. სპეციალისტის თქმით, თუ კარგი ამინდი იქნება, ერთ კვირაში დაასრულებენ. საწყობებში უკვე შენახული კარტოფილი ჭუჭყიანია, მისი გაწმენდა და დახარისხება არა მხოლოდ დიდ დროს, არამედ დანახარჯებასაც მოითხოვს.