საქართველოში სექტემბერში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ციტრუსების ფასები გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად, 30.82%-ით ლიმონი გაძვირდა.
გარდა ლიმონისა, სექტემბერში 27.58%-ით არის გაძვირებული ფორთოხალი, ხოლო მანდარინის ფასი 26.18%-ით გაიზარდა.
ცნობისთვის, წელს საქართველოში 2.09 მილიონი დოლარის ღირებულების 2 844 ტონა ლიმონის იმპორტი განხორციელდა. ქვეყანას 1 კგ-ის იმპორტი გადასახადების გარეშე საშუალოდ 74 ცენტი დაუჯდა.
რაც შეეხება ფორთოხალს, იანვარ-სექტემბერში 4.79 მილიონი დოლარის 8 164 ტონა ციტრუსი ვიყიდე. 1 კგ ფორთოხლის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 59 ცენტს შეადგენდა.
ამასთანავე, წელს 9 თვეში ქვეყანაში იმპორტირებულია 3,06 მილიონი აშშ დოლარის 4 707 ტონა მანდარინი. ამ შემთხვევაში იმპორტი (გადასახადების გარეშე) საშუალოდ 65 ცენტი დაჯდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია ლიმონის, ფორთოხლისა და მანდარინის ფასები საქართველოს სხვადასხვა ქსელურ სუპერმარკეტში. მაჩვენებლები ასე გამოყურება: