საქსტატის მონაცემების თანახმად, საქართველოში ამ დროისთვის რეგისტრირებულია 1 759 743 ავტომობილი. მარკების მიხედვით ქვეყანაში რეგისტრირებულ ავტომობილებს შორის Mersedes-benz, Toyota და Ford-ი ლიდერობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ რეგისტრირებულ ავტომობილებს შორის ყველაზე მეტი რაოდენობის რუხი ფერის ტრანსპორტია, უფრო კონკრეტულად, მათი რაოდენობა 470 924-ს შეადგენს. მას კი მოსდევს თეთრი ფერის ავტოტრანსპორტი ჯამური რაოდენობით 397 486.

ყველაზე პოპულარული ფერის ავტომობილებს შორის მესამე ადგილს შავი იკავებს, კერძოდ, შავი ფერის ავტომობილების რაოდენობა ქვეყანაში 253 564-ს უტოლდება.

გარდა ჩამოთვლილი ფერებისა, საქართველოში რეგისტრირებულია შემდეგი ფერის ტრანსპორტიც:

  • ლურჯი – 226 070 ერთეული;
  • წითელი – 136 450 ერთეული;
  • მწვანე – 103 563 ერთეული;
  • ყვითელი – 65 508 ერთეული;
  • დანარჩენი – 106 178 ერთეული.

წყარო BPN.GE