ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერმა ალექსან თოროიანმა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სისხლის დონაციის ღონისძიებაში მონაწილეობის თხოვნით მიმართა. სისხლის დონაციის კონკრეტული დღე წინასწარ გამოცხადდება.
„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დონორობა ნებაყოფლობითი გახდა, არის სისხლის პრობლემა, როცა მძიმედ დაავადებულები გვყავს და სისხლის გადასხმის აუცილებლობა ჩნდება, მუდმივად ვაწყდებით პრობლემას. ადგილზე სისხლის ბანკი არ გვაქვს, ხოლო სისხლს საიდანაც ვღებულობთ — ახალციხე, ქუთაისი და თბილისი — ყოველთვის უნდათ, რომ ხალხი წავიდეს და მათი პაციენტებისთვის ჩააბაროს სისხლი.
საქართველოში ასეთი პრობლემა არსებობს, ამიტომ ყველა რეგიონში და მუნიციპალიტეტში მოვაწყეთ დონორობის დღეები და ამ დღეებში მოხალისეები მოდიან და სისხლს აბარებენ. მივმართავ ჩვენს მოსახლეობას, მერიის თანამშრომლებს, რაიონული საკრებულოს თანამშრომლებს, რესურსცენტრის თანამშრომლებს და მასწავლებლებს, რომ დაგვეხმარონ პროცესის სწორად ორგანიზებაში და რაოდენობის უზრუნველსაყოფაში“, – ამბობს ალექსან თოროიანი.
სისხლის დონაციის მსურველს არ უნდა ჰქონდეს სისხლთან დაკავშირებული რაიმე დაავადება.
სისხლის დონაციის კონკრეტულ დღეს JNEWS-ი რამდენიმე დღით ადრე გაცნობებთ.