საქართველოში მსესხებლების 9,6%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან.
„კრედიტინფოს“ 2024 წლის სექტემბრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 185 242 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 359 302-ს შეადგენს. რაც შეეხება მოცულობას, საუბარია, 2 163 010 159 ლარის ვადაგადაცილებულ კრედიტებზე.
აღსანიშნავია, რომ ეს სტატისტიკა თვეების მიხედვით, ნელ-ნელა მცირდება. შედარებისთვის, 2024 წლის ივნისის სტატისტიკით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება 187 069 მსესხებელს უფიქსირდებოდა; აპრილის სტატისტიკის მიხედვით, 192 273 მსესხებელს, თებერვლის სტატისტიკით – 194 745 მსესხებელს; 2023 წლის დეკემბერში – 201 047 მსესხებელს; 2023 წლის იანვარში კი 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება – 224 016 პირს უფიქსირდებოდა.
საერთო ჯამში, 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 934 365 ადამიანს აქვს, ჯამში 48 411 994 266 ლარის მოცულობის.
აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 81.6% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, სექტემბრის მდგომარეობით, ბანკებიდან 44 137 358 073 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 578 082 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 5.6%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 88 744-ია.
ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 761 554 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3 709 044 980 ლარს შეადგენს. ხოლო ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 111 516 მსესხებელს უფიქსირდება.
კიდევ 20 484 ადამიანს კი, ჯამში 565 591 213 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება 5 166 ადამიანს უფიქსირდება.