ხოსპიოს მცხოვრებმა Jnews-ს აცნობეს, რომ მისი ოჯახის წევრმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე  საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე მობილური ყუთის საშუალებით მისცა ხმა. მან ასევე გვაცნობა, რომ ყუთის თანმხლებმა ამომრჩეველს უთხრეს, რომ ხმა „41“-ისთვის მიეცათ ხმა.

ხოსპიოში, №59 საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული იყო 556 ამომრჩეველი, საიდანაც მობილური ყუთით ხმის მიცემის საშუალებით 13-მა ადამიანმა ისარგებლა.

ხოსპიოს ერთ-ერთი მცხოვრები, რომლის სახლშიც მობილური საარჩევნო ყუთი იყო მიტანილი, ამბობს, რომ ვინც ის მიიტანა, „ქართული ოცნებას“ აგიტირებდა.

„უთხრეს, „41“ მონიშნოს, აჩვენეს ბიულეტენზე, როცა მივუახლოვდი, მითხრეს, არ მიუახლოვდე, ჩარევის უფლება არ მქონდა. ხოლო თვითონ აიძულეს ხმა „41“-ისთვის მიეცა“,- ამბობს მცხოვრები.

ხოსპიოში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 386 ადამიანმა.

რომელთაგანაც

  • „ქართული ოცნების“ პარტიამ 296 ხმა მიიღო
  • კოალიცია „ძლიერი საქართველო, ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ 26 ხმა მიიღო
  • კოალიცია „ერთობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ 25 ხმა მიიღო
  • კოალიცია „ცვლილებებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ 15 ხმა მიიღო.
  • პარტიამ „გახარია – საქართველოსთვის“ 14 ხმა მიიღო
  • 3 ხმა – “ტრიბუნა”
  • 2 ხმა – “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”
  • 3 პარტიამ თითო ხმა მიიღო.