შვედური მულტფილმები, რომლებიც სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვებს ასწავლის როგორ მოიქცნენ ინტერნეტ სივრცეში და რისი საშიშროება არის, გადათარგმნილია სომხურ ენაზე, რათა ჯავახეთის ბავშვებისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი. Jnews-ი წარმოგიდგენთ ამ მულტფილმებს.

ქართული მედია-ორგანიზაციები, მათ შორის Jnews-ი, საქართველოში შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, სპეციალური პროექტის ფარგლებში, მედიაგანვითარების გავრცელების, მოსახლეობაში ნდობის შექმნის და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების ინფორმირების შესახებ შვედეთის გამოცდილება შეისწავლეს. შვედური გამოცდილების მიღებით, ორგანიზაციებმა საქართველოსთვის ორიგინალური პროექტი შეიმუშავეს — „გაერთეთ მედიაგანვითარებით“. საქართველოში ხელმისაწვდომ ენებზე თარგმნეს (სომხური, რუსული, ოსური და ქართული) და შვედურ მულტფილებს აქვეყნებენ. რადგან იდეა სკოლამდელი ასაკის ბავშვებიდან დეზინფორმაციისგან დაცვას და ნდობის ჩანერგვას ეხება, ყველაზე მეტად ჟურნალისტების გუნდს მოეწონა.

პროექტის ფარგლებში საქართველოს გუნდმა ევროკავშირის წევრი-ქვეყნების პრაქტიკა გააანალიზა, რიგ ინსტრუმენტებს გაეცნო და მზა EAS ვიდეომასალა აირჩია, რომელიც 4 ენაზე თარგმნა: ქართული, სომხური, ოსური და რუსული.

პროექტის გუნდი, რომელიც სტრატეგიული კომუნიკაციების და მედიაგანვითარების სფეროში პრაქტიკოსი ჟურნალისტებისგან, სპეციალისტებისგან შედგება, განმარტავს, რომ მსგავსი კონტენტი საქართველოში სკოლამდელი ასაკის ბავცშვებისთვის ხელმისაწვდომი არასდროს ყოფილა, განსაკუთრებით მაშინ, როცა გამოწვევები ონლაინ-სივრცეში მიზნობრივ რეგიონებში ენობრივი ბარიერის პრობლემით ღრმავდება. ამიტომ ციფრულ მსოფლიოში კრიტიკული აზროვნების და სწორი მოქცევის უნარების შესახებ საუბრები თანამედროვე ბავშვების ცხოვრებას ადრეული ასაკიდან უფრო უსაფრთხოს და საინტერესოს გახდის.