“მოგიწოდებთ, ჩაიტაროთ აცრა, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე გარშემომყოფებისთვისაც”

ახლა საქართველოში სხვადასხვა ვირუსებია გავრცელებული, რამაც შესაძლოა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებში გართულებები გამოიწვიოს. სეზონური გრიპის გავრცელება უკვე იწყება, ამასთან გრიპის ვაქცინა ქვეყანაში ოქტომბრიდან იქნება ხელმისაწვდომი. რა ვირუსებია გავრცელებული, რომელია ყველაზე მძიმე ტიპის ვირუსი და როგორ ვებრძოლოთ მათ? ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრეთ საქართველოს გაეროს ასოციაციის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების კოორდინატორს ზურაბ ალხანიშვილს.

– რა სახის ვირუსებია ახლა გავრცელებული ქვეყანაში და როგორ ვებრძოლოთ მათ?

“დავიწყოთ იმით, რომ გვიახლოვდება სეზონი რესპერატორული, ანუ ზედა სასუნთქი სისტემის ანთებითი დაავადებების, ინფექციური დაავადებების, და შესაბამისად უნდა ველოდოთ ინფექციური დავადებების მატებას. პირველი რაზეც ალბათ ყურადღება უნდა მახვილოთ, ის არის, რომ კოვიდ19-ი კიდევ არსებობს ჩვენს გარშემო, ჩვეულებრივ ცირკულირებს, თუმცა რასაკვირველია მას მძიმე ხასიათი აღარ აქვს, როგორც ადრე ჰქონდა. დღეს მისი გარჩევა სხვა მზგავსი ტიპის რესპერატორული ინფექციებისგან გაჭირდება, იმიტომ, რომ სიმპტომები არის ხოლმე სტანდარტულად. შეიძლება მიმდინარეობდეს ტემპერატურის მომატებით, შეიძლება არც ფიქსირდებოდეს ტემპერატურის მომატება, სურდო, ხველა და სხვა სიმპტომები.

ჩვენთან მაინც ცირკულირებს ასევე ჩუტყვავილას ინფექცია. მას არ ახასიათებს სეზონურობა, არამედ პერიოდულობა. ძალიან ადვილად გადადებადია, მითუმეტეს მაშინ, როცა საბავშვო ბაღები იხსნება, ბევრი ბავშვი არის ერთმანეთან კონტაქტში. უნდა გაფრთხილდეთ მშობლები, თუ კი შეატყობენ გამონაყარს, ამ შემთხვევაში მას სჭირდება სპეციფიკური მოვლა, სასურველია, რომ ადამიანებთან კონტაქტი არ ჰქონდეთ. სპეციფიკური მკურანლობა ამ შემთხვევაში არ გაგვაჩნია, შეიძლება უბრალოდ ექმის დანიშნულებით მიიღოს ქავილის შესამცირებელი საშუალებები, დამადებით მედიკამენტები საწინააღმდეგოდ არ არსებობს. მას აქვს თავისი ციკლი, გაივლის ამ ციკლს და როგორც წესი მსუბუქად მიმდინარეობს, ძალიან იშვიათად ახასიათებს მას გართულებები.

ჩვენთან გარშემო ასევე ცირკულირებს და გავრცელებულია ყივანახველა. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ათეული წლების წინა ინფექცია არის, და წესით უნდა ჰქონდეთ იმუნიტეტი ადამიანებს ამ ინფეკქციის საწინააღმდეგ. აქაც მდგომარეობა იგივეა, სპეციალისტის რეკომენდაცია საჭირო.

და რაც მთავარია, იწყება გრიპის სეზონი. იწყებს გავრცელებას, და რატომ იწყებას ახლა, იმიტომ, რომ დაიწყო სასწავლო პროცესი, ადამიანები დაუბრუნდნენ დახურულ სივრცეს , ტემპერატურა იკლებს, ამის გამო, დახურული სივრცეებში სავარაუდოდ გვექნება ფართო გავრცელება, ისე, როგორც ყოველ წელს. გრიპისთვის ნამდვილად ჩვენ გვჭირდება მომზადება. გვჭირდება მომზადება იმდენად, რამდენადაც ჩვენ გვაქვს პრევენციული საშუალებები და ისინი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, როცა ეს შესაძლებელია. განსაკუტღებით უნდა გაფრხილდეთ ბავშვებს, ერთ წლამდე, ორ წლამდე ასაკის ბავშვებში, არა ყოველთვის, საბედნიეროდ ძალიან იშვიათად, შეიძლება, რომ გართულდეს. მაგალითად ფილტვების ანთებით და ასე შემდეგ. ამიტომ 6 წლიდან ბავშვების ვაქციანაცია არის შესაძლებელი, სასურველია, რომ ბავშვები ავცრათ და ასევე ის ადამიანებიც, ვინც არიან ბავშვების გარშემო, რომ დავიცვათ ბავშვები. ასევე რისკ ჯგუფში არიან ადამიანები ვისაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და ხანდაზმული მოსახლეობა. ესენი არიან პირველი რისკის ჯგუფი, რომლისთვისაც სავარუდოთ ოქტომბრისთვის უკვე იქნება პროგრამული ვაქცინცაია, ისინი ჩატარტება უფასოდ. კონერციული ვაქციანიცია უკვე დაწყებულია და იმ რისკ ჯგუფების მიღმა არსებული პოპულაციისთვის ის უკვე ხელმისავწდომია სამედიცინო დაწესებულებებში”.

– წითელაზე რას იტყვით?

“წითელა არის მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადება, რომელიც არის ყველაზე გადადებადი დაავადება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ინფექციის საწინააღმდეგოდ ყველა იყოს ვაქცინირებული. წითელას ვაქცინაცია გვაქვს კალენდარში, წესით ჩვენს გარშემო იმუნიტეტი უნდა იყოს, მაგრამ როგორც კი იწყება ხოლმე გეგმიურ ვაქციანციაზე მიმართიანობის შემცირება, წითელა მომენტარულად იწყებს აფეთქებას. წითელა არ გახლავთ მარტივი ინფექცია, როგორც ეს არის გავრცელებული საზოგადოებაში, საერთოდ არასერიოზულად აღიქმება ხოლმე, უფრო მეტსაც გეტყვით, მავნე პტაქტიკები არსებობს წითელასთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ ვინმეს აქვს ინფექცია, სხვა ბავშვებსაც მასთან კონტაქტში ამყოფებენ ხოლმე, ფიქრობენ სანამ პატარაა სუფთად გადაიტანს, ეს არის აბსოლიტურად გაუმართლებელი მიდგომა, იმიტომ, რომ არავინ იცის, მსუბუქად გადაიტანს ადამინაი თუ გართულდება ეს ინფექციური დაავადება. შესაბამისად ასეთი რისკის გაწევა არაფრით არ არის მიზანშეწონილი. გარდა მაგისა ერთი ძალიან ცუდი რამ ახასათებს წითელას, რომ მან შეიძლება ძალიან დიდი ხნის შემდეგ, მაგალითად 10-15 წლის შემდეგ მისცეს ძალიან მძიმე გართულებები, რომლის მკურნალობაც ფაქტობრივად ვერ შევძლოთ. ამიტომ თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს ის, რომ წითელას წინააღმდეგ ყველა ადამაინას უმდა ჰქონდეს იმუმიტეტი და თუ კი მათ დამოტოვებული აქვთ აცრა, მაშინ, როცა ის გეგმიურად უწევდა, არც ახლა არის გვიან. შეუძლიათ მიაკითხონ სამედიცინო დაწესებულებეს და ეს კალენდარი აღადგინონ. ჩვენი კალენდარი შდგენილი არის ისე, როგორი ეპიტემოლოგიური მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში და რომელი ვაქცინებიც გვაქვს”.

– სავალდებულოა თუ არა კალენდრული ვაქცინაცია?

“ერთ რაღაცაზე უნდა დავფიქრდეთ თითოეულმა ჩვენგანმა, რომ ვაქცინაცია არ გახლავთ ინდივიდუალური გადაწყვედილების საკითხი, ეს არ ეხება მხოლოდ ერთეულ ინდივიდებს. როცა ჩვენ ვაქციანციას ვიტარებთ ეს არის ჩვენი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, იმიტომ, რომ ჩვენ ამით არა მარტო საკუთარ თავს ვიცავთ, არამედ ვიცავთ იმ ადამიანებს, ვისაც შეიძლება პოტენციურად ეს კონკრეტული ინფექციური დაავადება იყოს განაჩენის ტოლფასი. მაღალი პასუხისმგებლობის გამოჩენით ადამიანები ვქმნით პოპულაციურ იმუნიტეტს და ჩვენს გარშემო საზოგადოებაში მინიმალურად ვამცირებთ ამ ინფექციური დაავადების გავრცელების რისკს, ალბათობას და რაოდენობას. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენს ირგვლივ ბევრი დაავადებაა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს ავტორიზებული ვაქცინა მხოლოდ 25 დაავადების წინააღმდეგ. აზრი, რომ ბევრი ვაქცინა არსებობს, არ არის სიმართლე. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ის დაავადებები, რომლებიც დღეს არ არსებობს, წლების წინ იმ დაავადებებით ყოველდღიურად ათობით ადამიანი იღუპებოდა. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ჩაიტარონ აცრა, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე გარშემომყოფებისთვის”.