ახალქალაქის სერვისცენტრმა ნაგვის გატანის საფასურის გადამხდელი სოფლების რაოდენობის გაზრდა დაიწყო მას შემდეგ, რაც დამატებითი ნაგვის ურნები დაამონტაჟა. ახლა ნაგვის საფასურს 18 სოფლის მაგივრად დაახლოებით 30 სოფელი იხდის.
ზაფხულში ახალქალაქის სერვისცენტრმა 117 ნაგვის ურნა მიიღო და სოფლებში გადაანაწილა. მეტალის ნაგვის ურნები ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით იყო შეძენილი. ამისათის გამოყოფილი იყო 198 666 ლარი. ურნები დამონტაჟდა იმ სოფლებში, სადაც უკმარისობა იგრძნობოდა, ასევე სოფლებში, სადაც საერთოდ არ იყო.
წარმოგიდგენთ სოფლების სიას, სადაც დამონტაჟდა ან დაემატა ნაგვის ურნები:
ბეჟანო-12 ურნა, კოთელია-3, ტურცხი-6, იხტილა- 10, მერენია-6, აბული-7,
ბარალეთი-5, ლომატურცხი-3, კორხი-1, თოთხამი-1, ბალხო-3, ბუღაშენი-4,
ალათუმანი-3, ორჯა-6, ოკამი-3, დილისკა-8, ჩუნჩხა-4, პტენა-4, სულდა-1,
აფნია-2, გოდოლარი-7, ზაკი- 3, კარწახი-2, კოთელია-3.
ახალქალაქის სე3რვისცენტრის დირექტორის მხითარ რსტაკიანის თქმით, ნაგვის ურნების დამონტაჟების შემდეგ დაიწყეს ნაგვის გადატანის საფასურის შეგროვება სოფელ ბუღაშენში, გოდოლარში, ბეჟანოში, იხტილაში, მერენიაში, ლომატურცხში, ორჯაში, ხანდოში, ტურცხში და ა.შ.
სერვისცენტრმა ზემოაღნიშნულ სოფლებში აიყვანა თანამშრომლები, რომლებიც სოფლის მოსახლეობისგან ნაგვის საფასურის შეგროვებას დაიწყებენ.
მიუხედავად დამონტაჟებული ნაგვის ურნებისა, არის სოფლები, სადაც საკმარისი არ არის.
პატარა ნაგვის ურნების გარდა მუნიციპალიტეტს 5,5 კუბ/მ მოცულობის დიდი კონტეინერები აქვს, რომლებიც დამონტაჟებულია სოფელ ხავეთში, აბულში, ერთი დიდ და პატარა სამსარს შორის, ბეჟანოში, აზავრეთში, ალასტანში, ხანდოსა და ოლავერდში.
„20 დღის შემდეგ კიდევ 125 ნაგვის ურნას მივიღებთ, მათი გადანაწილების ადგილები ჯერ არ არის განსაზღვრული. დავამატებთ იქ, სადაც ცოტაა და ნაგვის საფასურის შეგროვებას დავიწყებთ. ქალაქი უზრუნველყოფილია, დავამატებთ კუმურდოში და დავიწყებთ საფასურის შეგროვებას. ერთი ერთულით გაიზარდა ნაგვის მანქანების რაოდენობა, ახლა 5 მანქანა გვყავს“,- თქვა სერვისცენტრის დირექტორმა რსტაკიან მხითარმა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ფიზიკური პირებისთვის ერთ ადამიანზე ნაგვის გატანის საფასურის ტარიფი განისაზღვრება 50 თეთრით, თუკი ოჯახში ოთხ ადამიანზე მეტია, გადასახადი 2 ლარს შეადგენს, ხოლო იურიდიული პირები 1 კუბ/მ ნაგავზე 25 ლარს იხდიან. კონტროლიორები, რომლებიც მოსახლეობისგან სააბონენტო გადასახადს აგროვებენ, შეგროვებული თანხიდან 30%-ს ღებულობენ.
ნაგავი სოფლებიდან, რსტაკიანის თქმით, გრაფიკის მიხედვით გააქვთ — ყოველ მეორე დღეს.
მას შემდეგ, რაც ნაგვის გატანის საფასრუსი გადამხდელი სოფლების რაოდენობა გაიზარდა, სერვისცენტრის შემოსავალიც გაიზარდა. უკვე რამდენიმე წელია სერვისცენტრის შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს შეადგენს.
წელს სერვისცენტრმა საკუთარი სპეცტექნიკის იჯარით გაცემის უფლებაც მიიღო, რაც ასევე ხელს უწყობს ორგანიზაციის შემოსავლის გაზრდას.