„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველომ” 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.
ღონისძიებაზე “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიის ოცეული პრემიერ-მინისტრმა , “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
პრემიერმა სიის პირველ ნომრად ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაასახელა.
„ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ოცეული ასეთია:
„როგორც ხედავთ, ჩვენი საარჩევნო სიის პირველი ოცეული შედგება პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი და ახალი წევრებისგან, ახალი სახეებისგან, ყველა ასაკის წარმომადგენლებისგან, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანებისგან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოცი საარჩევნო სიის წარდგენის შემდეგ განაცხადა.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ არის ადვილი არჩევნები.
„დასასრულ, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ არის უბრალო არჩევნები, ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც საზოგადოებამ საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ მშვიდობას, ირჩევს საზოგადოების მორალურ გადაგვარებას თუ ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს ბნელ წარსულს თუ საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს. დარწმუნებული ვართ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით გაიმარჯვებს ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რაც საქართველოში მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობისა და საქართველოს ნათელი, ევროპული მომავლის გამარჯვებას ნიშნავს.კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად საქართველო გაიმარჯვებს“,– განაცხადა კობახიძემ.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.