გუშინ, 10 სექტემბერს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთასთან, მეხის დაცემის შედეგად, ერთი კაცი დაშავდა, მეორე კი გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნის დროს, ორივე პიროვნება ტყეში იმყოფებოდა.
სასწრაფო დახმარების კოორდინაციიდან და სასწრაფო დახმარების ცენტრიდან SKnews.ge-ს განუცხადეს, რომ შემთხვევის ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ერთი ცხედარი იპოვა, დაზარალებული კი ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.