8 სექტემბერს, ახალქალაქის საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლები ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით ახალციხეში მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ.
„ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში რეგიონული ღონისძიებები დაიწყო. საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად ახალქალაქიდან მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, საბავშვო ბაღების, ბიბლიოთეკების თანამშრომლები და საბიუჯეტო სფეროს სხვა თანამშრომლები გაემგზავრნენ. მათ გუშინ საღამოს გაიგეს, რომ „ვალდებულნი“ იყვნენ მონაწილეობა მიეღოთ საარჩევნო კამპანიაში.
„ქართული ოცნების” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა ახალციხეში 18:00 საათზე გაიმართა. შეხვედრაზე მმართველი პარტიის ლიდერები წარდგებიან.