დღეს ახალქალაქის დღე აღინიშნება – ქალაქს 960 წელი შეუსრულდა. ცენტრალურ პარკ „ხას ბახჩაში“ მრავალი სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა.
13:00 საათიდან საღამომდე პარკი სხვადასხვა გართობას სთავაზობდა როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს: ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ადგილობრივი კერძების მასტერკლასები, დეგუსტაცია, ეთნოგრაფიული კუთხე, სპორტული შეჯიბრებები, ორკესტრების აღლუმი და კოსტიუმირებული პერსონაჟები, თოჯინების თეატრი, ბურთებისგან სხვადასხვა ფიგურების შექმნა, ნარდი, ჭადრაკი, გიგანტური საღებარი წიგნები, საცეკვაო თამაშები.
15:00-დან 18:00 საათამდე, ცენტრალური პარკის სცენაზე ადგილობრივი ცეკვის ანსამბლებმა ქართული და სომხური ცეკვები შეასრულეს, ხოლო აშუღის სკოლის მოსწავლეებმა სოლო სიმღერები შეასრულეს.
საღამოს დღესასწაული ლინდა ადამიას და 1/4 ჯგუფის მუსიკალური შესრულებით, ხოლო 19:00 საათის შემდეგ დიჯეის შესრულებით გალამაზდა. დღესასწაულის ბოლოს ფეიერვერკი იყო დაგეგმილი.