არასამთავრობო ორგანიზაცია ISET-ის დამუშავებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წელს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 442 ადამიანი დაიღუპა, რაც 100 000 მოსახლეზე 7-ით მეტია, ვიდრე ევროკავშირში.

ISET-მა ქართულ და სომხურ ენებზე სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელიც აჩვენებს, რომ 2023 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 442 ადამიანი, რაც 100 000 მოსახლეზე 7-ით მეტია, ვიდრე ევროკავშირში.

სტატისტიკის ნახვა შესაძლებელია ISET-ის გვერდზე.

ISET

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული მასალების მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად საქართველოში მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით დაღუპულთა რაოდენობამ 189 ადამიანი შეადგინა, მათგან ოთხი ბავშვია.

უწყების ინფორმაციით, 2024 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით ქვეყანაში მძიმე შედეგებით 2961 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ავტოსაგზაო შემთხვევებს 189 ადამიანი ემსხვერპლა, 3356 კი დაშავდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 442 ადამიანი დაიღუპა.

2022 წელს საქართველოში ავარიების შედეგად 430 ადამიანი დაიღუპა.

2021 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 449 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ცხრა ბავშვია.

2021 წელს, ევროსტატის მონაცემებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ავტოსაგზაო შემთხვევებს 19 917 ადამიანი ემსხვერპლა.

2022 წელს ევროკავშირში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 20 653 ადამიანი, რაც 2021 წელთან შედარებით 3,7%-ით გაიზარდა.

2020 წელს ევროპის ქვეყნებში დაიღუპა:

  • ავსტრიაში – 344
  • დანიაში – 130
  • ირლანდიაში – 140
  • ბელგიაში – 499
  • უნგრეთში – 544
  • შვეიცარიაში – 227
  • ჩეხეთში – 532
  • საფრანგეთში – 2944

2020 წელს საქართველოში 450 ადამიანი დაიღუპა.