საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 17 მსჯავრდებული შეიწყალა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მონაცემებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის მოხდისგან 13 მსჯავრდებული, მათ შორის 2 ქალი გათავისუფლდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის მოხდის ვადა 4 მსჯავრდებულს, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს შეუმცირდა.