უნივერსიტეტები და განყოფილებები, რომელთა სწავლის საფასურს სახელმწიფო სრულად აფინანსებს 2024-2025 სასწავლო წელს სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უკვე განსაზღვრულია, მაგრამ „1+4“ პროგრამის გავლილი სტუდენტები უფასოდ ვერ სწავლობენ.
ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ცხადდება უფასო ადგილები, სადაც შესვლისთანავე სტუდენტი თავისუფლდება სწავლის საფასურისგან, მაგრამ სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტში „1+4“ პროგრამით ჩაირიცხა და გრანტი არ მიუღია, განურჩევლად განყოფილებისა და უნივერსიტეტისა, უნდა გადაიხადოს 2250 ლარი ერთ სასწავლო წელს, რაც დისკრიმინაციული დამოკიდებულებაა როგორც ბევრი სტუდენტისთვის, ასევე „1+4“ პროგრამის ხელმძღვანელისთვის.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგია ერთ-ერთია იმ განყოფილებიდან, რომელიც ხშირად ჩნდება უფასო განყოფილებების სიაში. ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ამ განყოფილებაში ბევრი ეროვნებით სომეხი ირიცხება. მათ შორის არის 21 წლის ლუსინე სკოიანი, რომელიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ხანჩალიდანა. 2020 წელს დაამთავრა სოფლის საჯარო სკოლა და ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელ კურსზე, იგივე „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამაზე. ლუსინე ახლა მე-4 კურსზეა.
ამბობს, რომ მხოლოდ მეორე კურსზე შეიტყო, რომ მის უნივერსიტეტში ქართული ფილოლოგია სრულიად უფასოა.
„როდესაც ჩემს თანაკურსელ ქართველ სტუდენტებს ვესაუბრებოდი, გამიკვირდა და გაჩნდა კითხვა: რატომ არის მათთვის ეს განყოფილება უფასო და მე უნდა გადავიხადო, შემდეგ გავიგე პასუხი ჩემს კითხვაზე, რომელიც ძალიან გულდასაწყვეტი იყო. მიზეზი ის გახლდათ, რომ ეს შესაძლებლობა მხოლოდ ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებულ და პირველ კურსზე მიღებულ სტუდენტებს ეხებათ და „1+4“ პროგრამის კურსდამთავრებულები მოკლებულნი არიან ამ შესაძლებლობას. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან უსამართლოა ეროვნული უმცირესობების მიმართ. ჯერ ერთი, ბევრს არ აქვს ანაზღაურებადი სისტემით სწავლის საშუალება და მეორეც, ვფიქრობ, რომ ყველა სტუდენტს თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეს. ეს არის დისკრიმინაცია. ჩემი თხოვნაა, გადახედოს ამ საკითხს და მივცეთ დადებითი გადაწყვეტა“, – განაცხადა ლუსინემ ჩვენთან ინტერვიუში.
Jnews-ი ამ თემაზე ასევე ესაუბრა კახა გაბუნიას, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოში “1+4” პროგრამას , რომელიც ასევე თვლის, რომ უსამართლოა სტუდენტისთვის თავისუფალ განყოფილებაში სწავლის შესაძლებლობა უბრალოდ ჩამოერთვა, მხოლოდ იმიტომ, რომ ის უნივერსიტეტში ჩარიცხულია „1+4“ პროგრამით.
„მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ამ კანონის მიმართ და უსამართლოდ მივიჩნიე ეს მოპყრობა. „1+4“ პროგრამის განხორციელების დღიდან დღემდე, ყოველ შესაძლებლობისას ვუსვამდი ხაზს, რომ ეს უსამართლობაა, მაგრამ შედეგი მაინც არ გვაქვს. ამ დროისთვის მე ვხელმძღვანელობ თსუ-ს ორენოვანი განათლების განყოფილებას, რომელიც ასევე უფასოა, მაგრამ იქ სწავლობს „1+4“ პროგრამის ყველა კურსდამთავრებული სწავლის საფასურის გადახდით. იმედი მაქვს, რომ მომავალში ამ მხრივ რაღაც შეიცვლება“, – დასძენს კახა გაბუნია.
2024-2025 სასწავლო წლის ე.წ უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალს, უნივერსიტეტების მიხედვით, შეგიძლიათ გაეცნოთ აღნიშნულ ბმულზე.
ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში 2010-2011 სასწავლო წელს, კონკრეტულად ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის დაინერგა.
პირველ კურსზე სტუდენტები სწავლობენ ქართულს, შემდეგ სასწავლო წლის ბოლოს 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში (რაც კურსის წარმატებით დასრულებას ნიშნავს), სტუდენტებს საშუალება ეძლევათ სწავლა განაგრძონ სასურველ ფაკულტეტზე გამოცდების გარეშე.