მიკროსაფინანსო სექტორმა მეორე კვარტალი ზრდით დაასრულა. მეორე კვარტალის ბოლოს სექტორმა მიიღო წმინდა მოგება 66.9 მლნ ლარის ოდენობით, რაც წლიურ ზრდას 12 მლნ ლარით ანუ 22%-ით წარმოადგენს.

1 ივლისის მდგომარეობით, აქტივების შესაძლო დანაკარგის გამო სექტორმა მიიღო 237 მლნ 314 ათასი ლარის საპროცენტო შემოსავალი და 10,7 მლნ ლარის რეზერვი.

გასული წლის განმავლობაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელი 267 მლნ ლარით ანუ 16,4%-ით გაიზარდა, მეორე კვარტალში კი 1,899 მლრდ ლარის სესხები გაცემული იყო. მათი უდიდესი ნაწილი ფიზიკურ პირებზე დაკრედიტებაზე მოდის. იურიდიული პირების პორტფელი მხოლოდ 25,9 მილიონი ლარია.

რაც შეეხება ფიზიკურ პირთა სასესხო პორტფელს, ყველაზე დიდი წილი – სესხების ნახევარზე მეტი – 981,8 მილიონი – ისევ ლომბარდებს ეკუთვნის. მეორე ადგილზეა სამომხმარებლო სესხები 535 მლნ ლარით, ხოლო მესამეზე ვაჭრობისა და მომსახურების დაკრედიტებაა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ამ სექტორში 184 მილიონი ლარის სესხი გასცეს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები/ 2024 წლის მეორე კვარტალი

ლომბარდი: 981,8 მლნ ლარი

სამომხმარებლო სესხები: 535,2 მლნ ლარი

ვაჭრობა და მომსახურება: 184,06 მლნ ლარი

სოფლის მეურნეობა: 121,1 მლნ ლარი

ინვესტიციების მოცულობა 43,4 მლნ ლარია

სხვა: 7,5 მილიონი ლარი

იურიდიული პირები: 25,9 მლნ ლარი

სესხების ჯამური მოცულობა 1,899 მილიარდი ლარია.

 

წყარო: ეროვნული ბანკი