1 აგვისტოდან საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის სარეგისტრაციო რეესტრი ფუნქციონირებს, რომელიც შეიქმნა “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის” კანონის საფუძველზე. კანონი ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას დარეგისტრირდნენ რეესტრში, თუ ისინი დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ. ეს ორგანიზაციები განიხილება, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები“. რა გავლენას ახდენს კანონი სამცხე-ჯავახეთის არასამთავრობო ორგანიზაციებზე და აპირებენ თუ არა დამოუკიდებელი მედიები რეგისტრაციას? ამის შესახებ ვესაუბრეთ ახალციხეში მოქმედი მე-9 არხის დირექტორს მაია იველაშვილს.
-ახლა როგორ მუშაობთ და როგორ აპირებთ მუშაობას ერთ თვეში?
“ჯერ ჩვეულ რეჟიმით ვაგრძელებთ მუშაობას, ვფიქრობთ ყველაფრის მიუხედავად საქმე არის საქმე. ყოფილა ისეთი სიტუაცია, რა დროსაც მედიას არასდროს შეუცვლია დღის წესრიგი და ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ ხოლმე მუშაობას. მეორე საკითხია, როგორ უნდა იმუშაოს ყველა ის ორგანიზაცია, ვინც არ აპირებს რეგისტრაციას. რეალურად ჩვენ სექტემბრამდე ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობთ. რა იქნება სექტემბრიდან ეს უკვე ცალკე საკითხია, წინასწარ ცოტა რთულია ამის თქმა. ჩვენ არ ვაპირებთ რესგისტრაციას. ჩვენ როდესაც ვესაუბრებთ იურისტებს, ცხადია მათ აქვთ კონკრეტული პასუხები, ან რამდენიმე პასუხი, კონკრეტულ კითხვაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ უშუალოდ კონკრეტული დრო როცა დადგება, მერე შეიძლება დადგეს აბსოლიტურად სხვა რეალობა და ჩვენი ასე ვთქვათ ნებისმიერი სავარუდ დაგეგმილი ნაბიჯები საერთოდ აღარ იყოს საჭირო, ამიტომ ველოდებით კონკრეტულ დრო როცა დადგება”.
-მზად ხართ გადაიხადოთ 25 000 ლარიანი ჯარიმა?
“ცხადია 25 000 ლარი არ უდევს არც ერთ ორგანიზაციის ანგარიშზე, მითუმეტეს ჩვენნაირი ტიპის ორგანიზაციებს, მცირე რეგიონულ მედიას, რომელიც მუდმივად, წლების განმავლობაში მის არსებობისთვის, გადარჩენისთვის მიმართავს დონორებს. ამ გზას მხოლოდ იმიტომ ირჩევს, რომ იყოს თავისუფალი და მოსახლეობას მიაწოდოს დამოუკიდებელი, თავისუფალი ინფორმაცია. ეს არის ის მთავარი მიზანი, რის გამოც რეგიონული მედია დადგა ამ კანონის მიღმა, ამიტომ აპროტესტებს ამ კანონს, სწორედ იმიტომ, რომ შევინარჩუნოთ ის თავისუფალი სიტყვა, რასაც აქამდე ვაკეთებდით. მემგონია, რომ ეს 25 000 ლარი და ეს დიდი თანხები, დიდი ორგანიზაციების ფუფუნებაა და არა ჩვენნაირი ტიპის ორგანიზაციების. იურისტების განცხადებით ვიცი, რომ ამ მხელა ჯარიმა არც ერთ მუხლს არ აქვს. ჯამში 55 000 ლარამდე არის ჯარიმა, ეს თანხა ნახევარი წლის, უფრო მეტი 7 ან 8 თვის ჩვენი შემოსავალი შეიძლება იყოს. ჩვენ არ ვართ მხოლოდ ონლაინ მედია, ჩვენ ვართ სამაუწყებლო მედია, რაც იმას ნიშნავს, რომ კომუნიკაციების კომისიის რეგულაცის ქვეშ ექცევა ტელევიზია და რადიო მაუწყებლობა. შესაბამისად, რომ გითხრათ, რომ ჩვენ დამადებით დოკუმენტაციის გაგზავნა გვჭირდება სახელმწიფო უწყებებში, იმისთვის, რომ ჩვენი გამჭვირვალეობა გაიზარდოს ეს ისე არ არის, იმიტომ, რომ ამ კანონის გარეშეც ჩვენ გვევალება ყველა იმ დოკუმენტაციის წარდგენა, ყოველთვიურად მარეგულირებელ კომისიაში, ასევე ჩვენ დამადებით ერთი საბუთის წარდგენა დაგვჭირდება. თუ საუბარია გამჭვირვალობაზე, რადიოს და ტელევიზიებს ეს ნამდვილად არ ეხებათ”.
-“უცხოური გავლენების გამჭვირვალობის” კანონის მიღების შემდეგ, გრძნობთ თუ არა ზეწოლას საზოგადოების ან თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან?
“პირაპირი ზეწოლები ნამდვილად არა, მაგრამ ყველაზე მეტად მე რაც მაშფოთებს, ეს არის ირიბი შედეგი, რაც ზოგადად ამ კანონმა გამოიწვია მედიის და ჟურნალისტების მიმართ. დისკრედიდეცია ამ პროფესიის, დამოკიდებულება საზოგადოებაში უშუალოდ მედიის მიმართ, მიმდინარე პროპაგანდით გაუმჭვირვალეა, აგენტია ძახილით, ცუდია ჟურნალისტი და ასე შემდეგ, ამან ყველაფერმა იმოქმედა საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე, და სამწუხაროდ ის ნდობა რაც არსებობს მოსახლების დიდ ნაწილში აღარ არსებობს და ამას ცხადია ყოველი ფეხის ნაბიჭზე ვგრძნობთ. როდესაც გადიხარ გადაღებაზე, თუნდაც სატელეფონო ზარები, როდესაც შენს თანამშრომელზე ურეკავენ, შეურაწყობას აღენებენ და ასე შემდეგ. რაც გავიარეთ უკვე, ცხადია იმოქმედებს თანამშრომლებზე, რაც არ უნდა ცდილობდე, რომ არ აისახოს შენზე, შენი ოჯახის წევრებზე აისახება და ცხადია გართულებულია საქმიანობა. მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად არის ზეწოლა. წლების წინ აბიტურენტების ნახევარი ალბათ უნდოდა, რომ ჟურნალისტი გამხდარიყო, დღეს სამწუხაროდ ფაკულტეტიც აღარ ასრებობს უნივერსიტეტში, იმდენად აღარ არის ახალგაზრდებში მოთხოვნა”.
-თქვენი ბიუჯეტის რამდენ პროცენტს შეადგენს საკუთარი შემოსავალები?
“ცხადია ორგანიზაცია თავიდან ბოლომდე არის დამოკიდებული დონორ ორგანიზაციებზე. ჩვენი ძირითადი პარტნიორები არიანი IREX-ი და დოიჩეველი აკადემია. უკვე წლებია, ჩვენ ამ ორგანიზაციებთან ვთანამშრომლობთ, თუმცა პარალელურად გვქვს ევროკავშირის, პოლონური ორგანიზაციის და სხვადასხვა გრანტები. რაც შეეხება ჩვენს არსებულ, კომერციულ თანხებს ეს არის ალბათ მაქსიმიმ 20%-ი, რომელიც წლიდან წლამდე უბრალოდ კომუნალურ ხარჯებსაც ვერ დაფარავს. რეალურად საქართველოში ჩვენდა სამწუხაროდ მედია იმ დონემდე ვერ ჩამოყალიბდა, როგორც ბიზნესი და მედიის ძირითადი დაფინანსება ამ დრომდე დონორი ორგანიზაციების ან სახელმწიფო უწყებებეის მხრიდანა. ხშირ შემთხვევაში მერიის ბიუჯეტიდან ფინანსტებიან. და ეს კანონი მედიას აყენებს არჩევანის წინაშე, ან დაიხურონ, ან უბრალოდ გახდნენ სახელმწიფოსგან დამოკიდებულები, რაც ვფიქრობ, რომ პირველ რიგში სახელმწიფოს არ უნდა უნდოდეს, იმიტომ რომ ერთ ფერში ცხოვრება და ერთ ხმაში სიმღერა ეს არ არის დემოკრატია, ასე ვერ განვითარდება ვერც ქვეყანა, ვერც საზოგადოება. ჩვენ კარგად გვახსოვს, როცა ერთ ხმაში იმღეროდა ყველა, ერთი ინფორმაცია გადაიცემოდა ყველგან და მხოლოდ ერთი ფერი იყო ქვეყანაში და ეს იყო საბჭოთა კავშირი, სადაც განსხვავებული აზრი არ ისმოდა. ჩვენ გვინდა, რომ ვიცხოვროთ დემოკრატიულ ქვეყანაში”.
მე-9 არხი რეგიონში მოქმედებს უკვე 26 წელი. ამ პერიოდის განმავლობაში არ იყო ადვილი მე-9 არხისთვის გადარჩენა. ჰქონდათ სხვადასხვა ტიპი გამოწვევები, პრობლემები. არაერთხელ არხი დახურვის საშიშროების წინაზე იდგა, თუნდაც არა მარტო ფინანსური პრობლემების გამო, მაგრამ თანამშრომლების თქმით მთვარი ის არის, რომ არხი გადარჩა და არხმა შეეძლო ფუნქციონიერბას ისე, რომ საზოგადოებისთვის არ ყოფილიყო ისეთ ტიპის საჩვენებელი, რომ არხმა ასრულებს ამა თუ იმ ბრძანებას
-თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოვუსმენთ ყველას, მე-9 არხი თავისუფალია ყველასთვის, და ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ჩვენი მისია და ჩვენ ვართ ერთ-ერთი “პიონერები”, ვინც გადაწყვეტა, რომ სატელევიზიო სივრცე იყოს ორენოვანი, იმისთვის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ არამარტო ახალციხეში, ინფორმაცია მიიღოს მისთვის გასეგებ, მშობლიურ ენაზე, ვგულისხმობ ქართულ და სომხურ მაუწყებლობას, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველოს არც ერთი მოქალაქე საქართველოს შესახებ ინფორმაციას არ უნდა იღებდეს სხვა ქვეყნის არხებიდან. გარდა იმისა, ასევე ჩვენ ვემსახურებით იმასაც, რომ ეს თავისუფალი სიტყვა არ იყოს მხოლოდ სახელმწიფო ენის მცოდნე ადამიანებში გავრცელებული”.